2017 წლის 23-24 ივნისს CRRC-იმ უმასპინძლა მეხუთე მეთოდოლოგიურ კონფერენციას თემაზე: პოლიტიკის ანალიზი სამხრეთ კავკასიაში: მეთოდოლოგიური ინოვაციების ძიებაში. კონფერენციის მიზანია მეცნიერთა და პრაქტიკოსთათვის შეიქმნას პლატფორმა გამოცდილებისა და ცოდნის გასაზიარებლად პოლიტიკის შეფასების მეთოდოლოგიურ მიდგომებთან დაკავშირებულ გამოწვევებთან და შესაძლებლობებთან დაკავშირებით.
კონფერენციის პირველ დღეს, დამკვიდრებულმა მეცნიერებმა აუდიტორიას წარუდგინეს თავიანთი ნაშრომები, ხოლო მეორე დღე მოიცავდა სემინარებს სხვადასხვა თემებზე, მათ შორის, სემინარებს ვებგამოკითხვის უპირატესობებზე, სინთეზური კონტროლის მეთოდზე, ღია დისკუსიებზე, მრავლობითი იმპუტაციის მეთოდებზე და ა.შ. დეტალური დღის წესრიგი იხილეთ აქ.

მეთოდოლოგიური კონფერენცია არის ყოველწლიური ორდღიანი ღონისძიება, რომელიც იმართება თბილისში, საქართველოში და მიზნად ისახავს დისკუსიებს მეთოდოლოგიურ მიდგომებზე სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ტენდენციების შესასწავლად.
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრები (CRRC) არის კვლევითი და კვლევითი მხარდაჭერის ცენტრების ქსელი სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს დედაქალაქებში. 2003 წლიდან CRRC-ის მიზანია გააძლიეროს სოციალურ მეცნიერებათა კვლევები და საჯარო პოლიტიკის ანალიზი სამხრეთ კავკასიაში. გასული ცამეტი წლის განმავლობაში, CRRC გახდა სამხრეთ კავკასიის სოციალური მეცნიერების საზოგადოების საქმიანობის რგოლი, რომელიც უზრუნველყოფდა ღია ხელმისაწვდომობას მონაცემებზე, სამეცნიერო ლიტერატურასა და სოციალურ მეცნიერებათა მკვლევართა პროფესიულ ტრენინგებზე.