CRRC Podcast | ეპიზოდი 9 – “არიან თუ არა ახალგაზრდები საქართველოში უფრო პოლიტიკურად აქტიურები უფროს თაობებთან შედარებით?”

CRRC Podcast-ის ახალი ეპიზოდი უკვე ხელმისაწვდომია – არიან თუ არა ახალგაზრდები საქართველოში უფრო პოლიტიკურად აქტიურები უფროს თაობებთან შედარებით?

  • თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე საპროტესტო აქციებში ახალგზარდები გამოდიან საჯაროდ, აფრიალებენ ევროკავშირის დროშებს, წინააღმდეგობას უწევენ პოლიციის ძალადობას და ითხოვენ დემოკრატიულ რეფორმებს. მაგრამ, არის თუ არა ქუჩებში მათი ასეთი აქტიურობა ღრმა პოლიტიკური ჩართულობის რეალური გამოძახილი?
  • CRRC-საქართველოს პოდკასტის ამ ეპიზოდში, კავკასიის ბარომეტრის ათწლიან მონაცემებსა და 2021 წლის ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის კვლევის მონაცემებს ვაანალიზებთ, რათა გავარკვიოთ, თუ როგორ აყალიბებენ საქართველოს ახალგზარდები პოლიტიკურ მონაწილეობას. არჩევნებში ხმის მიცემის შემცირებიდან დაწყებული საპროტესტო გამოსვლების ზრდით დასრულებული, ჩვენ ვიკვლევთ, არიან თუ არა ახალგზარდები საქართველოში უფრო მეტად პოლიტიკურად აქტიურები უფროს თაობებთან შედარებით.
გაზიარება

მსგავსი სიახლეები