CRRC Podcast-ის ახალი ეპიზოდი უკვე ხელმისაწვდომია – “რამდენად კონსერვატორები არიან ქართველები სინამდვილეში? პირად შეხედულებებსა და აღქმულ საზოგადოებრივ ნორმებს შორის სხვაობის გააზრება გენდერული თანასწორობის კონტექსტში“
CRRC–საქართველოს პოდკასტის ამ ეპიზოდში განვიხილავთ სხვაობას ქართველების პირად შეხედულებებსა და იმას შორის, რასაც ისინი ფიქრობენ მათი საზოგადოების რწმენებზე გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით. დისკუსია ეყრდნობა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და CRRC–საქართველოს მიერ 2024 წელს ჩატარებულ გენდერული თანასწორობის შეხედულებების კვლევის შედეგებს. დისკუსია გვიჩვენებს, რომ ქართველები ხშირად არასწორად აფასებენ თავიანთი საზოგადოების პროგრესულ მიდგომებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ქორწინება, დასაქმება, ლიდერობა და მემკვიდრეობა. ამავდროულად, ტრადიციული შეხედულებები მაინც მტკიცედ ნარჩუნდება ოჯახურ როლებსა და ქალის სექსუალობასთან დაკავშირებულ თემებზე. ამ შეუსაბამობების ფონზე ვსვამთ კითხვას: რამდენად კონსერვატორები არიან ქართველები სინამდვილეში?
ეპიზოდს შეგიძლიათ მოუსმინოთ (ინგლისურ ენაზე) Spotify-სა და YouTube-ზე.
ამ საკითხის შესახებ ასევე შეგიძლიათ, გაეცნოთ ჩვენს ანგარიშს ქართულ და ინგლისურ ენებზე.