CRRC Podcast | ეპიზოდი 3 – “რატომ რჩება პრობლემად სექსუალური შევიწროება საქართველოს სამუშაო ადგილებზე?”

CRRC Podcast-ის ახალი ეპიზოდი უკვე ხელმისაწვდომია – რატომ რჩება პრობლემად სექსუალური შევიწროება საქართველოს სამუშაო ადგილებზე?

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების მაჩვენებელი საგანგაშოდ მაღალია – იგი კერძო სექტორის თანამშრომლების თითქმის მეოთხედსა და საჯარო სამსახურის წარმომადგენლების მესამედს ეხება – შემთხვევების ფორმალური დაფიქსირება იშვიათია, ხოლო პრობლემა – უცვლელი. CRRC-საქართველოს პოდქასტის ამ ეპიზოდში ვცდილობთ გავარკვიოთ, თუ რა არის ამის მიზეზი.

UN Women-თან პარტნიორობით ჩატარებული ორი სიღრმისეული კვლევის საფუძველზე, რომლებიც მოიცავს როგორც გამოკითხვის მონაცემებს, ასევე ინტერვიუებს, ეპიზოდში განვიხილავთ იმ სოციალურ ნორმებს, უთანასწორო ძალაუფლებასა და ინსტიტუციურ ხარვეზებს, რომლებიც ხელს უწყობს სექსუალურ შევიწროებას. ნორმალიზაციისა და შურისძიების შიშიდან დაწყებული, პოლიტიკასა და ტრენინგებში არსებული ხარვეზებით დასრულებული, ვცდილობთ, მიმოვიხილოთ ის კულტურული და სტრუქტურული ბარიერები, რომელთა დაძლევაც აუცილებელია საქართველოში უსაფრთხო სამუშაო გარემოს შესაქმნელად.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები