CRRC Podcast-ის ახალი ეპიზოდი უკვე ხელმისაწვდომია – “აღელვებთ თუ არა ქართველებს კლიმატის ცვლილება?”
- გაიგეთ, რა დამოკიდებულებები აქვთ ქართველებს კლიმატის ცვლილების მიმართ CRRC-საქართველოს 2024 წლის კვლევის – „დამოკიდებულებები კლიმატის ცვლილების მიმართ საქართველოში“ – მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის ცვლილება ეროვნული პრიორიტეტების სიაში პირველ ადგილზე არ დგას, ქართველების 90% მას მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევს, ხოლო 80% შეშფოთებულია ამ საკითხით. მონაცემების მიხედვით, საზოგადოება პირად გამოცდილებას ეყრდნობა – მოსახლეობის 75%-ს საკუთარ ადგილობრივ გარემოში შეუნიშნავს ამინდის ცვლილებები – და მხარს ამიტომაც უჭერს კლიმატურ ქმედებებს. საერთაშორისო დონეზე, საქართველო 111 ქვეყნიდან 26-ე ადგილზეა კლიმატის ცვლილების მიმართ მღელვარების მიხედვით, აქედან 56% „განგაშის“ ჯგუფში ხვდება. მიუხედავად მაღალი მღელვარების მაჩვენებლისა, კვლავ არსებობს ცოდნის დეფიციტი როგორც კლიმატის, ისე ეფექტური ინდივიდუალური ნაბიჯების შესახებ საზოგადოებაში.
ეპიზოდს შეგიძლიათ მოუსმინოთ (ინგლისურ ენაზე) Spotify-სა და YouTube-ზე.
ამავე საკითხზე ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ანგარიშს.






