მეთოდების სკოლა

ჩვენ გთავაზობთ პროფესიულ სასწავლო კურსებს კვლევის მეთოდებისა და მონაცემთა ანალიზის შესახებ, რომლებიც განკუთვნილია კომპანიებისთვის, ორგანიზაციებისთვის და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. ჩვენი კურსები ორიენტირებულია ინდივიდუალური და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებაზე, ანალიტიკური უნარების განვითარებასა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მხარდაჭერაზე.

სასწავლო კურსები შემუშავებულია მრავალწლიანი კვლევითი პრაქტიკისა და რეგიონული გამოცდილების საფუძველზე და სრულად მორგებულია მონაწილეთა საჭიროებებსა და სექტორულ სპეციფიკას.

ძირითადი მიმართულებები
  • კვლევის დაგეგმვა და განხორციელება
  • რაოდენობრივი მონაცემების შეგროვება და ანალიზი
  • თვისებრივი კვლევის მონაცემების შეგროვება და ანალიზი
  • მონაცემთა ვიზუალიზაცია და წარდგენა
  • მონიტორინგი, შეფასება და სწავლება (MEL)
ჩვენი მიდგომა

ჩვენ არ ვთავაზობთ მხოლოდ თეორიას. ჩვენ ვქმნით პრაქტიკულ სასწავლო გარემოს, სადაც მონაწილეები:

  • მუშაობენ რეალურ მონაცემებზე;
  • ასრულებენ მაგალითებზე დაფუძნებულ დავალებებს;
  • იძენენ პრაქტიკულ ცოდნას, რომლის გამოყენება შესაძლებელია პროფესიულ საქმიანობაში;
  • იღებენ ინდივიდუალურ უკუკავშირს და პრაქტიკულ რეკომენდაციებს.
ფორმატი

სასწავლო კურსები ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე, ონლაინ ან პირისპირ ფორმატში.

სასწავლო კურსები შეიძლება ადაპტირდეს ინდივიდუალურ ან ორგანიზაციის სტრატეგიულ მიზნებთან, სექტორულ საჭიროებებთან და დროით რესურსებთან შესაბამისად.

_

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

📞 ტელეფონი: +995 322 50 52 90; 595 23 42 23;

📧 ელფოსტა: crrc.georgia@crrccenters.org

_

გამოცხადებული კურსები

_