CRRC-მ „კავკასიის ბარომეტრის“ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა

CRRC-მ 22 ივნისს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში წარმოადგინა პრეზენტაცია „დემოკრატიის მომხრეები და მოწინააღმდეგეები საქართველოში“.

CRRC–ის ეს პრეზენტაცია არის „კავკასიის ბარომეტრის“ ანალიზის ერთი მცირე ნაწილი. ანალიზმა აჩვენა, რომ დემოკრატიის მიმართ დამოკიდებულების მხრივ, საქართველოს მოსახლეობა ორ ძირითად ნაწილად იყოფა: (1) დემოკრატიის მომხრეები (38%) – ვინც ფიქრობს, რომ დემოკრატია ყველაზე სასურველი პოლიტიკური წყობაა და ამავე დროს, საქართველო დემოკრატიულიად მიაჩნია; (2) დემოკრატიის მოწინააღმდეგეები (22%) – ვისაც არ მიაჩნია, რომ დემოკრატია ყველაზე სასურველი პოლიტიკური წყობაა და ამავე დროს, არც საქართველოს თვლის დემოკრატიულ ქვეყნად.
დემოკრატიის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან პოლიტიკური შეხედულებების, საგარეო ორიენტაციის, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსისა და ცხოვრების მიმართ ზოგადი დამოკიდებულების მხრივ.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები