
2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მონიტორინგის მიზნით, CRRC-საქართველომ ჩაატარა არჩევნებთან დაკავშირებული სტატისტიკის რაოდენობრივი ანალიზი საარჩევნო ექსპერტიზის სფეროს მეთოდების გამოყენებით. 2016 წლის 13 ოქტომბერს მოეწყო მრგვალი მაგიდა „2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების წინასწარი ანალიზის “წარსადგენად. CRRC-საქართველოს პოლიტიკის ანალიტიკოსმა, დასტინ გილბრეთმა წარმოადგინა წინასწარი ანალიზის შედეგები, მათ შორის გამოწვევები და გამოწვევების საპასუხოდ შემუშავებული რეკომენდაციები.