აკადემიური დისკუსიების სერია (WiP)

“მიმდინარე კვლევების პრეზენტაცია (WiP)” არის აკადემიური დისკუსიების სერია, რომელიც CRRC-საქართველოს ოფისში ტარდება (მის.: რ. ჩხიკვაძის 1). ღონისძიებების ორგანიზატორები არიან კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი, ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისათვის, და კვლევის ამერიკული ინსტიტუტი სამხრეთ კავკასიაში (ARISC). ყველა შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

“მიმდინარე კვლევების პრეზენტაციის” მიზანია ხელი შეუწყოს დისკუსიებსა და მსჯელობებს მიმდინარე აკადემიური პროექტების შესახებ, რომლებიც კავკასიის რეგიონს ეხება.

თუ გსურთ წარმოადგინოთ თქვენი ნაშრომი მიმდინარე კვლევების ერთ-ერთ შეხვედრაზე, მოგვწერეთ მისამართზე: mariam.kobaladze@crrccenters.org

ოთხშაბათს, 21 მარტს, CRRC, ARISC და ამერიკული საბჭოები მოხარულნი არიან გამცნოთ 2018 წლის გაზაფხულის თბილისის Work-in-progress სერიების რიგით მე-4 საუბრების შესახებ! „პოსტ-ჰოკ ბლოკირება კვაზი-ექსპერიმენტული ზეგავლენის შეფასებისთვის: მაგალითი საქართველოში სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის ზემოქმედების შეფასებიდან” – დასთინ გილბრეთის, CRRC-საქართველოს კვლევითი დირექტორის მოადგილის მიერ.
ოთხშაბათს, 14 თებერვალს, 18:30 საათზე CRRC-საქართველოს დირექტორი კობა თურმანიძე წარადგენს თავის ნაშრომს “ესაუბრეთ ხალხს: რა გავლენა აქვს საარჩევნო კამპანიებს ამომრჩეველთა მხარდაჭერაზე საქართველოში”. ეს მიმდინარე კვლევების პრეზენტაციების სერიის მესამე პრეზენტაციაა 2018 წელს. გამოკითხვებზე დაყრდნობით კობა თურმანიძე ისაუბრებს, თუ რა გავლენა აქვს პირისპირ კომუნიკაციას პარტიებსა და ამომრჩევლებს შორის არჩევნებამდე პარტიის მიმართ მხარდაჭერაზე, ყოველ შემთხვევაში ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში მაინც.
ოთხშაბათს, 2018 წლის 24 იანვარს, 18:30 სთ-ზე, CRRC, ARISC და ამერიკული საბჭოები მოხარულნი არიან გამცნოთ 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის თბილისის Work-in-progress სერიების შესახებ, სადაც პირველ მოხსენებას აბელ პოლესი წარადგენს დუბლინის საქალაქო უნივერსიტეტიდან – „SCOPUS-ის დღიურები და აკადემიური გადარჩენის (ა)ლოგიკა. მცირე გზამკვლევი თქვენი სტრატეგიის შემუშავებისთვის, რათა თავი დააღწიოთ ბიბლიომეტრიას, კონფერენციებსა და არარეალურ მოლოდინებს აკადემიურ სფეროში“.
CRRC-საქართველო, სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) და ამერიკული საბჭოები (ACTR/ACCELS) წარმოგიდენთ:
“ტრანსკავკასიური სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა, როგორც უგულებელყოფის ობიექტი“
სტეფან რინდლისბახერი, ბერლინის უნივერსიტეტი
ოთხშაბათს, 22 ნოემბერს, 18:30 საათზე CRRC-საქართველოს ოფისში, პოლიტიკური და კულტურული გეოგრაფიის დოქტორი ვინსენს კოპეჩეკი ჩეხეთის ოსტრავას უნივერსიტეტიდან წარადგენს თავის ნაშრომს თემაზე: “დე ფაქტო სახელმწიფოები და მათი პატრონები: თეორიის ჩამოყალიბება”.
კავკასიონის მთების მოსაზღვრე ქვეყნების ისტორიას სასტიკი ტერიტორიული და რელიგიური დაპირისპირებები ახსოვს. ამ რეგიონის ისტორიულ მოსახლეებს უწევდათ გამკლავება იმასთან, რაც კავკასიაში ძალაუფლების ცვლილებას სდევდა თან. იმპერიები მუდმივად ცდილობდნენ კონტროლის დამყარებას კავკასიაზე. ეს მოხსენება აანალიზებს რელიგიაზე მოქცევისა და რწმენის უარყოფის რეალურ შემთხვევებს კავკასიაში და ამას რუსეთის იმპერიის კანონების კონტექსტში განიხილავს. სერგეი სალუშევი სანტა ბარბარას კალიფორნიის უნივერსიტეტიდან ცდილობს, ნათელი მოჰფინოს მიმდინარე აკადემიურ დისკუსიას რელიგიური იდენტობისა და რელიგიური ტოლერანტობის პოლიტიკაზე რუსეთის იმპერიაში, უფრო კონკრეტულად კი კავკასიაში.
CRRC, ARISC და ამერიკის საბჭოები სიამაყით წარმოგიდგენთ მიმდინარე პროექტების სერიის 2017 წელის შემოდგომის მეორე სემინარს! პოლ მანინგი, ტრენგის უნივერსიტეტიდან: “მეტრო და მისი ხატი: ხელოვნება და არქიტექტურა 60-იანი წლების თბილისში” პროფესორმა პოლ მანინგმა 2001 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი ლინგვისტიკაში ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან. იგი ანთროპოლოგიას ასწავლიდა ჩრდილოეთ ილინოისის უნივერსიტეტში, რიდის კოლეჯში და ბარდის კოლეჯში. მისი კვლევითი საქმიანობა მოიცავს ლინგვისტურ და სემიოტურ ანთროპოლოგიას ევროპაში (უელსი) და ევრაზიაში (საქართველო). მისი კვლევის მონაწილეები იყვნენ უელსურ ენაზე მოსაუბრეები უელსში და არგენტინაში და ქართულ ენაზე მოსაუბრეები საქართველოსა და რუსეთში.
ოთხშაბათს, 11 ოქტომბერს, 18:30 საათზე CRRC-საქართველოს ოფისში სლავომირ ჰორაკი პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტიდან ისაუბრებს სპორტზე, როგორც ავტორიტარული რეჟიმებისთვის საკუთარი თავის წარმოდგენის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საშუალებაზე. სანახაობრივი სპორტული ღონისძიებების ორგანიზებით ავტორიტარული რეჟიმები ცდილობენ საკუთარი თავის დამკვიდრებას და ლეგიტიმაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მირ ფარგლებს გარეთ. თურქმენეთი ამ ფენომენის კარგი მაგალითია. თურქმენეთის შედარებით ძლიერმა ავტორიტარულმა რეჟიმმა ახლახან მოაწყო აზიის საბრძოლო ხელოვნების ტურნირი აშხაბადში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ღონისძიება ნაკლები მნიშვნელობის იყო, ვიდრე აზიის ოლიმპიური მოძრაობა, ოფიციალურმა აშხაბადმა ის წარმოადგინა, როგორც 2017 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა.