აკადემიური დისკუსიების სერია (WiP)

“მიმდინარე კვლევების პრეზენტაცია (WiP)” არის აკადემიური დისკუსიების სერია, რომელიც CRRC-საქართველოს ოფისში ტარდება (მის.: რ. ჩხიკვაძის 1). ღონისძიებების ორგანიზატორები არიან კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი, ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისათვის, და კვლევის ამერიკული ინსტიტუტი სამხრეთ კავკასიაში (ARISC). ყველა შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

“მიმდინარე კვლევების პრეზენტაციის” მიზანია ხელი შეუწყოს დისკუსიებსა და მსჯელობებს მიმდინარე აკადემიური პროექტების შესახებ, რომლებიც კავკასიის რეგიონს ეხება.

თუ გსურთ წარმოადგინოთ თქვენი ნაშრომი მიმდინარე კვლევების ერთ-ერთ შეხვედრაზე, მოგვწერეთ მისამართზე: mariam.kobaladze@crrccenters.org

2011 წლის რიგით მესამე „მიმდინარე პროექტების სერია“ – კობა თურმანიძე წარმოადგენს თავის კვლევას სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ ხალხის წარმოდგენებზე.