ბლოგი | რამდენად პოლარიზებულია ქართული საზოგადოება?

წელი: 2025

ავტორი: ლია ჩხეტიანი, მონაცემთა შეგროვების მენეჯერი

კვლევა აანალიზებს ქართველ ამომრჩევლებს შორის პოლიტიკური პოლარიზაციის დონეს, კონკრეტულად კი – აფექტურ პოლარიზაციას მმართველი გუნდსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის. ნაშრომის მიზანია იმის დადგენა, თუ რამდენად არის დაყოფილი საზოგადოება პარტიების საქმიანობის შეფასების, მოწინააღმდეგე ბანაკის მიმართ ემოციური განწყობისა და სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანებთან სოციალური ურთიერთობების კუთხით.

კვლევა ეყრდნობა 2025 წლის თებერვალში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვას. პოლარიზაციის ხარისხი გაიზომა წყვილი კითხვების მეშვეობით, რომლებიც მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მიმართ დამოკიდებულებებს ადარებდა. პასუხებს შორის სხვაობის საფუძველზე მოხდა რესპონდენტთა კლასიფიკაცია პოლარიზებულ და არაპოლარიზებულ ჯგუფებად. იმის დასადგენად, თუ როგორ განსაზღვრავს დემოგრაფიული ფაქტორები, მედიის მოხმარება და პარტიული იდენტობა პოლარიზაციის დონეს, გამოყენებულ იქნა ბინარული ლოგისტიკური რეგრესია.

ბლოგი მომზადდა პროექტის „ანტიდემოკრატიული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა ჩართულობის გზით“ ფარგლებში, რომელიც CRRC-საქართველოს მიერ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით განხორციელდა.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები