წელი: 2025
ავტორი: ზაქარი ფაბოსი, მკვლევარი
ბლოგი იკვლევს ქართველების ცოდნის დონეს ევროკავშირის შესახებ, განსაკუთრებით ევროკავშირის დემოგრაფიის, პოლიტიკისა და საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით. მისი მიზანია, შეაფასოს საზოგადოებრივი ცნობიერება და ამ საკითხების გაგება იმ ფონზე, როდესაც სოციალურ მედიაში ევროკავშირის შესახებ ინფორმაცია და დეზინფორმაცია ფართოდ ვრცელდება.
ამ საკითხის შესასწავლად, „CRRC-საქართველომ“ ორი ექსპერიმენტული ონლაინ ქვიზი ჩაატარა, რომლებიც Facebook-ზე ქართულ ენაზე განთავსდა და დარეკლამდა. ქვიზები მოიცავდა 7-10 კითხვას და ისინი ინტერაქციული თამაშების სახით იყო შედგენილი, რათა მომხმარებელთა ნებაყოფლობითი მონაწილეობა წაეხალისებინა.
ბლოგი მომზადდა პროექტის „ანტიდემოკრატიული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა ჩართულობის გზით“ ფარგლებში, რომელიც CRRC-საქართველოს მიერ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით განხორციელდა.











