1-ელი ივნისი

გაეროს 2013 წლის მსოფლიო ბედნიერების ანგარიშში 156 ქვეყნიდან საქართველო 134-ე ადგილზეა. ქვეყნების სიას სათავეში ჩრდილო და ცენტრალური ევროპის ქვეყნები – დანია, ნორვეგია და შვედეთი უდგას. ცენტრალური აფრიკის ქვეყნები – ტოგო, ბენინი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა სიის ყველაზე დაბალ პოზიციებზეა. საინტერესოა, რომ სიაში საქართველოს ყველა მეზობელი ქვეყანა უსწრებს: რუსეთი 68-ე ადგილზეა, თურქეთი 77-ე, აზერბაიჯანი 116-ე და სომხეთი – 128-ე.