ანგარიში | როგორ მოვყვეთ ეფექტური ამბავი: საგარეო პოლიტიკის არჩევანი, მოტივირებული მსჯელობა და დარწმუნების შეზღუდვები

წელი: 2025

ავტორი: კობა თურმანიძე, დირექტორი

ანგარიში მიმოიხილავს, თუ როგორ მოქმედებს საგარეო პოლიტიკის შესახებ არსებული ნარატივები საზოგადოებრივ აზრზე საქართველოში. კვლევის მიზანია დაადგინოს, თუ რა ფაქტორები განაპირობებს საგარეო პოლიტიკური ისტორიების ეფექტიანობას და შეუძლია თუ არა ამ ისტორიების მიწოდების ფორმას (ე.წ. ფრეიმინგს) შეცვალოს საზოგადოებრივი განწყობები სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორის მიმართ.

კვლევა ეფუძნება ორ ექსპერიმენტულ მიდგომას: ლაბორატორიულ ექსპერიმენტსა და ეროვნულ დონეზე წარმომადგენლობით გამოკითხვას. მონაწილეები აფასებდნენ საქართველოს საგარეო ურთიერთობების შესახებ შექმნილ მოკლე ჰიპოთეტურ ისტორიებს, სადაც სისტემურად იცვლებოდა ისეთი საკვანძო ელემენტები, როგორებიცაა პარტნიორი ქვეყანა, თხრობის ტონი, თანამშრომლობის ტიპი, ინფორმაციის წყარო და სოციალურ მედიაში არსებული მხარდაჭერა. ეს ყველაფერი კი იმისთვის გაკეთდა, რომ გაზომილიყო ამ ფაქტორების გავლენა ხალხის დამოკიდებულებებზე, ნდობასა და ქცევით რეაქციებზე.

ანგარიში მომზადდა პროექტის „ანტიდემოკრატიული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა ჩართულობის გზით“ ფარგლებში, რომელიც CRRC-საქართველოს მიერ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით განხორციელდა.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები