ანგარიში | მედია და დეზინფორმაცია: მოხმარების ჩვევები, აღქმები და გადამოწმების უნარები

წელი: 2025

ავტორები: ლია ჩხეტიანი, მონაცემთა შეგროვების მენეჯერი; თინათინ ბანძელაძე, მკვლევარი

ანგარიში შეისწავლის, თუ როგორ მოიხმარენ საქართველოს მოქალაქეები მედიას, როგორ აღიქვამენ დეზინფორმაციას და იყენებენ თუ არა ფაქტების გადამოწმების მეთოდებს პოლარიზებულ საინფორმაციო გარემოში. კვლევის მიზანია მედიის სანდოობის მიმართ საზოგადოებრივი განწყობების ანალიზი, მედიაწიგნიერების კუთხით არსებული სუსტი წერტილების გამოკვეთა და არგუმენტირებული მიგნებების მომზადება, რაც დემოკრატიულ აქტორებს პროპაგანდასა და საინფორმაციო მანიპულაციებთან გამკლავებაში დაეხმარება.

კვლევა ეყრდნობა შერეულ მეთოდოლოგიას, რომელიც აერთიანებს 2025 წელს ჩატარებულ სამ გამოკითხვას (ორი სატელეფონო გამოკითხვა ქართულენოვან მოსახლეობაში და ერთი პირისპირ ჩატარებული გამოკითხვა აჭარის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში), ასევე თბილისში გამართულ ფოკუს ჯგუფებს. მონაცემები დამუშავდა აღწერითი სტატისტიკისა და კროსტაბულაციის მეთოდით, რამაც საშუალება მოგვცა, შეგვედარებინა რესპონდენტთა პასუხები ასაკის, სქესის, დასახლების ტიპისა და პარტიული იდენტობის მიხედვით.

ანგარიში მომზადდა პროექტის „ანტიდემოკრატიული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა ჩართულობის გზით“ ფარგლებში, რომელიც CRRC-საქართველოს მიერ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით განხორციელდა.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები