შაიმა ელჰოუილის სოციოლოგიის ბაკალავრის ხარისხი ეგვიპტეში ალექსანდრიას უნივერსიტეტიდან აქვს მიღებული. სწავლის დროს მისი კვლევა ძირითადად საზოგადოების მდგრადობასა და ქალთა უფლებებს ეხებოდა.
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ იგი ჟურნალისტიკის სფეროში მოღვაწეობდა, სადაც ახლო აღმოსავლეთში ადამიანის უფლებებითა და რეგიონში ძალადობის მიზეზებით ინტერესდებოდა. ასევე წერდა ხელოვნებისა და საზოგადოების განვითარების შესახებ. 2018 წელს შაიმამ გამოიკვლია და გამოაქვეყნა სტატია ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების შესახებ. გარდა ამისა, იგი ანტისემიტიზმის საკითხებზე თავისუფალ მკვლევრად მუშაობდა ეგვიპტეში კინო წარმოების კომპანიაში და გრაფიკული ილუსტრატორიც იყო.