სტაჟიორები

გევინ სლეიდი

გევინ სლეიდი არის სამეცნიერო ხარისხის კანდიდატი ოქსფორდის უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში. მას მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი უელსის უნივერსიტეტიდან და მაგისტრის ხარისხი როგორც ოქსფორდის, ასევე ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან ბუდაპეშტში.

გევინი თითქმის ხუთი წლის განმავლობაში  ცხოვრობდა და მუშაობდა რუსეთში და საქართველოში პირველად 2002 წელს ჩამოვიდა ინგლისური ენის მასწავლებლის სტატუსით. ბოლო სამი წლის განმავლობაში იგი მუშაობდა თავის სამეცნიერო ხარისხზე საქართველოში.

მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენს კრიმინოლოგია: ორგანიზებული დანაშაული და ხელისუფლების რეაქცია, ,,კანონიერი ქურდების” სუბკულტურები და ციხისა და პოლიციის რეფორმები პოსტ-საბჭოთა სივრცეში.