თანამშრომლები

ანანო ყიფიანი
  • პოლიტიკის ანალიტიკოსი
საკონტაქტო ინფორმაცია
ელფოსტა: [javascript protected email address]

ანანო ყიფიანმა CRRC-საქართველოში პოლიტიკის ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობა 2016 წელს დაიწყო. CRRC-ში მის ძირითად საქმიანობები ითვალისწინებს სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ინტერვიუების ჩატარება, ხარისხობრივი და რაოდენობრივი მონაცემების დამუშავება და მათზე დაყრდნობით ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება.

ანანომ 2016 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (აისეტი) და მოიპოვა სოფლის მეურნეობის ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი. მისი სამაგისტრო ნაშრომი იკვლევს „საკვების ხელმისაწვდომობის მდგომარეობას და მის კვლევის მეთოდოლოგიებს საქართველოში“. ანანოს აგრეთვე მინიჭებული აქვს კომპიუტერული მეცნიერებების ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. CRRC-მდე, ანანო მუშაობდა USAID-ის საქართველოს სასოფლო სამეურნეო წარმომების ეფექტიანობის აღდგენის (REAP) პროექტზე და ასევე გახლავთ ორგანიზაცია „High Bird Solutions”-ის თანადამფუძნებელი, რომლის საქმიანობის ძირითადი სფეროებია სოფლის მეურნეობა და განვითარება.

მის კვლევით ინტერესებს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის სექტორი, სოციალური და განათლების სფეროები.