თანამშრომლები

თამარ ხოშტარია, სოციოლოგიის დოქტორი
  • უფროსი მკვლევარი
საკონტაქტო ინფორმაცია
ელფოსტა: [javascript protected email address]

თამარ ხოშტარია CRRC-საქართველოში 2009 წლიდან მუშაობს. თავდაპირველად იგი ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამის (JFP) მონაწილე იყო, შემდეგ კი მკვლევარი გახდა. ახლა იგი უფროსი მკვლევარია. თამარი ძირითადად მუშაობს კითხვარის შედგენაზე, მონაცემთა თვისებრივ და რაოდენობრივ ანალიზზე და მონაწილეობას იღებს კვლევითი პროექტების დაგეგმვაში.

თამუნას მიღებული აქვს დოქტორის ხარისხი სოციოლოგიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სადაც ასწავლის რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდებს. მან ამავე უნივერსიტეტში მიიღო ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი სოციოლოგიაში. მაგისტრატურის დროს, ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა ჰუმბოლტის უნივერსიტეტში, ბერლინში, სადაც ჩაატარა თვისებრივი კვლევა ოჯახის სოციოლოგიაში.

CRRC-ში მოსვლამდე თამუნა ატარებდა კვლევებს სხვადასხვა ორგანიზაციისთვის, ძირითადად მარკეტინგული კვლევის განხრით. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს ახალგაზრდების ღირებულებებს, სოციალურ და რელიგიურ საკითხებს და კულტურათა შორის შედარებებს.