ბიზნეს ომნიბუსი

რა არის ბიზნეს ომნიბუსი?

ბიზნეს ომნიბუსი არის ეროვნული მასშტაბის, მოსახლეობის კვარტალური სატელეფონო (CATI) გამოკითხვა. მისი მთავარი უპირატესობა ხარჯების ოპტიმიზაციაა. თქვენ არ აფინანსებთ მთლიან კვლევას. შეგიძლიათ, შეიძინოთ ადგილი თქვენთვის საინტერესო კითხვებისათვის თემატურ მოდულებში ან დამოუკიდებელ ბლოკში და გადაიხადოთ მხოლოდ ამ კითხვების საფასური.

ბიზნეს ომნიბუსის გამოკითხვა ფარავს მთელს საქართველოს და შედეგები მოსახლეობის წარმომადგენლობითია. კითხვების შეთანხმებიდან სრული ანალიზის მიღებამდე მხოლოდ 15 დღეა საჭირო.

რას მიიღებს ბიზნესი?

  • კონსულტაციას კითხვარის შედგენის პროცესში;
  • მონაცემთა ბაზებს შესყიდული კითხვებით. ბაზაში დამატებით იქნება: სქესის, ასაკის, დასახლების ტიპის, შემოსავლის, დასაქმების სტატუსისა და განათლების დონის ცვლადები (SPSS, STATA, XLSX ფორმატში);
  • ბიზნეს ანალიტიკას, სადაც თქვენს კითხვებზე პასუხებს იღებთ დეტალურ დემოგრაფიულ ჭრილში და პარალელურად აკვირდებით, როგორ იცვლება კვარტლიდან კვარტლამდე მომხმარებლის მსყიდველობითი უნარი და ეკონომიკური ქცევა;
  • სამი საბაზისო მოდულის ანალიზს, რომელიც საშუალებას მოგცემთ, მომხმარებლის ქცევა ფართო ეკონომიკურ სურათს დაუკავშიროთ:
    • ეკონომიკური პულსი: ზომავს შინამეურნეობების ფინანსურ მდგომარეობასა და ხარჯვის შესაძლებლობას;
    • ექსპერიმენტი მომხმარებლის ქცევის შესახებ: ყოველ ტალღაში გამოყენებული ექსპერიმენტით დაინახავთ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს: მაგალითად, ფასის გარდა, სხვა რა ფაქტორები განსაზღვრავს მომხმარებლის არჩევანს.
    • სამომხმარებლო მოლოდინების ინდექსი (ICS): მიჩიგანის უნივერსიტეტის მოდელზე დაფუძნებული ინდექსი, რომელიც ზომავს ბაზრის ზოგად ოპტიმიზმსა თუ პესიმიზმს.
  • ექსელის ფაილს, სადაც მოცემული იქნება თითოეული შესყიდული კითხვის სიხშირის ცხრილი. ასევე, კროსტაბულაციები ასაკის, სქესის, განათლების დონის, დასაქმების სტატუსისა და დასახლების ტიპის მიხედვით; 
  • გამოკითხვის მეთოდოლოგიის აღწერას.

_

რა ღირს ბიზნეს ომნიბუსში კითხვის ჩასმა?

დახურული კითხვები წინასწარ განსაზღვრული პასუხის ვარიანტებითUSD
დახურული კითხვა (7-მდე პასუხის ვარიანტი)325
ყოველი დამატებითი პასუხის ვარიანტი დახურულ კითხვებზე50
ღია სხვა პასუხის ვარიანტი: სხვა (მიუთითეთ________________)100
ნიმუში: რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი?
> ინფლაცია,
> ჯანდაცვა,
> უმუშევრობა,
> უსაფრთხოება,
> სხვა (მიუთითეთ___________________________)
სკალაზე გაზომილი კითხვები
პირველი შეკითხვა325
იმავე კითხვაში ყოველი დამატებითი შეკითხვა50
ნიმუში: გთხოვთ, მითხრათ, მოუწონებდით თუ არა თქვენი ეროვნების ხალხს საქმიან ურთიერთობას…
> ამერიკელთან?
> რუსთან?
> სომეხთან?
> აზერბაიჯანელთან?
ღია კითხვები
პასუხების/კომენტარების კოდირების ჩათვლით800
მულტიმედია
დახურულ კითხვაში 4-მდე ფოტოს გამოყენება (ლოგოს, ბრენდინგის და სხვა ფოტოები)50
ყოველი დამატებითი ფოტო20
ვიდეო- ან აუდიომასალის გამოყენება50
რენდომიზებული კონტროლირებადი ექსპერიმენტი
მაქსიმუმ ორი ექსპერიმენტული პირობით700
ყოველი დამატებითი ექსპერიმენტული პირობა200