ზუსტი მონაცემები სტრატეგიული ბიზნეს გადაწყვეტილებებისთვის
გაამყარეთ ვარაუდები ფაქტებით: 20-წლიანი მეცნიერული გამოცდილება ახლა უკვე თქვენი ბიზნესის სამსახურში.
გინდათ გაიგოთ, როგორ პოზიციონირებს თქვენი ბრენდი ბაზარზე? რა პოტენციალი აქვს თქვენს ახალ პროდუქტს, სანამ გაყიდვაში ჩაეშვება? ან გსურთ ბიზნესის გაფართოება და ახალ ბაზრებზე შესვლა? სწრაფად ცვალებად ბიზნეს გარემოში მცდარი გადაწყვეტილებები ძვირი ჯდება. მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო ფონდები და გლობალური ორგანიზაციები რეგიონის შესასწავლად სწორედ ჩვენს მონაცემებს ეყრდნობიან.
CRRC-საქართველო გთავაზობთ „ოქროს სტანდარტის“ კვლევებს, მორგებულს კომერციულ მიზნებზე.
_
სერვისები
პროდუქტისა და კონცეფციის ტესტირება
გჭირდებათ თქვენი პროდუქტის რეალური შეფასება?
ნუ გარისკავთ ბიუჯეტს ინტუიციაზე. ჩვენ ვტესტავთ რეალური გაყიდვის სცენარებს პროდუქტის ჩაშვებამდე. ამისთვის ვეყრდნობით უმაღლეს სამეცნიერო სტანდარტს, რანდომიზებულ კონტროლირებად დიზაინსა (RCT) და Conjoint Analysis-ს, რომლებიც მომხმარებლის არჩევანის სიმულაციას ახდენს.
რას ვიკვლევთ:
- ფასი, შეფუთვა, დიზაინი, სარეკლამო და საკომუნიკაციო მესიჯები და ა.შ.
შედეგი: ობიექტური მონაცემები – ზუსტად რომელი კონფიგურაცია მოგიტანთ მაქსიმალურ მოგებას.
ბრენდის სიჯანსაღის გაზომვა
გსურთ გაიგოთ, თქვენი ბიზნესის რეალური პოზიცია ბაზარზე?
რას ვიკვლევთ:
- KPI ინდექსები: ცნობადობა (Top-of-Mind), ლოიალობა (NPS), მომხმარებლის კმაყოფილება (CSAT Top2box) და ემოციური განწყობები.
- U&A კვლევა: ბრენდის მოხმარებისა და დამოკიდებულების შეფასება.
- ბარიერების ანალიზი: სად და რატომ ტოვებენ პოტენციური კლიენტები გაყიდვების პროცესს (“Customer Journey”).
- ბრენდის მონიტორინგი (Brand Tracking Survey): ბრენდის პოზიციონირების ყოველთვიური, კვარტლური ან წლიური შეფასება.
შედეგი: „ბაზრის პულსი“ – ცოცხალი სიგნალი იმის შესახებ, როგორ მოქმედებს მომხმარებელი და სად იკარგება გაყიდვები.
ციფრული ეკოსისტემის და კონკურენტების ანალიზი
გსურთ გაიგოთ, რაში ხარჯავენ ფულს თქვენი კონკურენტები?
რას ვიკვლევთ:
- სარეკლამო სტრატეგია: Meta (Facebook/Instagram) და Google-ის გამჭვირვალობის მონაცემებზე დაყრდნობით ვადგენთ კონკურენტების ბიუჯეტის განაწილებასა და გზავნილებს.
- Share of Voice: ვინ დომინირებს ციფრულ სივრცეში?
შედეგი: სრული სურათი კონკურენტების აქციებსა და სარეკლამო სტრატეგიაზე, რაც დაგეხმარებათ საპასუხო სვლების დაგეგმვაში.
მომსახურების ხარისხის შეფასება
გჭირდებათ სანდო ინფორმაცია მომსახურების ხარისხზე?
200-ზე მეტი სპეციალისტისგან შემდგარი ქსელით, ჩვენ ვამოწმებთ მომსახურების ხარისხს საქართველოს ნებისმიერ წერტილში.
რას ვიკვლევთ:
- ობიექტების მონიტორინგი და სერვისის სტანდარტები, B2B კონკურენტული ბენჩმარკინგი.
შედეგი: სერვისის ხარისხის დეტალური ანალიზი, რომელიც გიჩვენებთ ობიექტურ სურათს და დაგეხმარებათ კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში.
_
მაღალმომგებიანი სეგმენტაცია (ქალთა ეკონომიკა)
ქალები ბაზრის 50%-ზე მეტს შეადგენენ და საოჯახო შესყიდვების უდიდეს ნაწილს განკარგავენ. საუბრობთ თუ არა მათ ენაზე?
ჩვენ გვაქვს რეგიონში ყველაზე კომპლექსური გამოცდილება ქალთა მსყიდველობითი უნარის კვლევაში. მიაგენით ახალ ნიშურ პროდუქტებს, რომლებიც ზუსტად პასუხობს მათ მოლოდინებს.
ბიზნეს ომნიბუსი (Business Omnibus)
გჭირდებათ პასუხები სწრაფად და იაფად?
დაამატეთ თქვენი კითხვები ჩვენს რეგულარულ, ეროვნულ გამოკითხვაში.
მიიღეთ მთელი ქვეყნის მასშტაბის წარმომადგენლობითი მონაცემები ბიუჯეტურ ფასად.
ტრენინგები თქვენი ბიზნესისთვის
გსურთ თქვენი გუნდის ანალიტიკური უნარ-ჩვევების გაძლიერება?
ჩვენ გთავაზობთ პრაქტიკულ, შედეგზე ორიენტირებულ სასწავლო კურსებს მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის მიმართულებით – როგორც უკვე შემუშავებულ პროგრამებს, ასევე სრულად თქვენს ბიზნესზე მორგებულ ტრენინგებს.
_
მონაცემთა შეგროვების მეთოდები
ჩვენ ვფლობთ მონაცემთა შეგროვების სრულ არსენალს, რაც საშუალებას გვაძლევს, მოვარგოთ მეთოდოლოგია თქვენს ბიუჯეტსა და ვადებს:
- 📱 CAPI (პირისპირ ინტერვიუები პლანშეტით): რთული/კომპლექსური კითხვარებისთვის და რეგიონული დაფარვისთვის, სადაც ინტერნეტი შეზღუდულია.
- 📞 CATI (სატელეფონო ცენტრი): მთელი ქვეყნის მასშტაბით სწრაფი და ოპერატიული გამოკითხვისთვის.
- 🌐 CAWI (ონლაინ პანელები): ინტერნეტ მომხმარებლების სწრაფად და ბიუჯეტურად გამოკითხვისთვის.
- 🗣 სიღრმისეული ინტერვიუ, ფოკუს-ჯგუფი: მომხმარებელთა ქცევებისა და მოტივაციის უკეთ გაგებისთვის.
- 🕵️ მისტიური მომხმარებელი / Mystery Shopping: სერვისის ხარისხის რეალური შეფასებისთვის.
- 🧪 გამოკითხვის ექსპერიმენტი, ლაბორატორიული ექსპერიმენტი: გადაწყვეტილებების მიღებამდე სხვადასხვა სცენარის, მესიჯის ან პროდუქტის ტესტირებისთვის.
- 📊 A/B Testing: მარკეტინგული კამპანიების, ციფრული პროდუქტებისა და კომუნიკაციის ელემენტების შედარებისთვის.
_
რატომ CRRC?
მეცნიერული მიდგომა ბიზნესში: ჩვენ გთავაზობთ ვალიდურ და სანდო მონაცემებს. ჩვენი კვლევები ეფუძნება საერთაშორისო ESOMAR სტანდარტებსა და მრავალდონიან ხარისხის კონტროლს. თუ მონაცემი არ არის სრულყოფილი, ჩვენ მას არ ვიყენებთ.
ბიზნეს ანალიტიკა (Business Intelligence): ჩვენი მიზანია, მონაცემები გარდავქმნათ პრაქტიკულ გადაწყვეტილებებად თქვენი ბიზნესისთვის. ჩვენ გთავაზობთ მონაცემთა ანალიზზე დაფუძნებულ პრაქტიკულ რეკომენდაციებსა და თქვენი ბიზნესისთვის მომგებიან გადაწყვეტილებებს.
დაფარვა მთელი ქვეყნის მასშტაბით: თქვენი მომხმარებლები მხოლოდ თბილისის ცენტრში არ არიან. ჩვენი ინტერვიუერები მუშაობენ საქართველოს ნებისმიერ წერტილში, მათ შორის მაღალმთიან რეგიონებსა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ პუნქტებში.
20-წლიანი ისტორიული კონტექსტი: ჩვენ არ ვუყურებთ მხოლოდ მომენტალურ სურათს. ჩვენს არქივში არსებული მონაცემები საშუალებას გვაძლევს, ავხსნათ, ცვლილებები ადამიანების ქცევასა და საზოგადოებრივ განწყობებში.
