
რა არის ომნიბუსი?
ომნიბუსი არის საზოგადოებრივი აზრის კვარტალური გამოკითხვა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტის, ბიზნესის თუ მკვლევრის შეკითხვებს. ეს ქმნის შესაძლებლობას, რომ მონაცემების შეგროვება და ანალიზი ფინანსურად უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.
CRRC-საქართველოს ომნიბუსის თითოეულ ტალღაში მონაწილეობს 1,200 რესპონდენტი. სატელეფონო გამოკითხვა ტარდება ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე და მისი შედეგები წარმომადგენლობითია ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
რას მიიღებს ომნიბუსის დამკვეთი?
- კონსულტაციას კითხვარის შედგენის პროცესში;
- მონაცემთა ბაზებს შესყიდული ცვლადებით. ბაზაში დამატებით იქნება: სქესის, ასაკის, დასახლების ტიპის, შემოსავლის, დასაქმების სტატუსისა და განათლების დონის ცვლადები (SPSS, STATA, XLSX ფორმატში);
- ექსელის ფაილს, სადაც მოცემული იქნება თითოეული შესყიდული კითხვის სიხშირის ცხრილი. ასევე, კროსტაბულაციები ასაკის, სქესის, განათლების დონის, დასაქმების სტატუსისა და დასახლების ტიპის მიხედვით;
- გამოკითხვის მეთოდოლოგიის აღწერას.
ომნიბუსის გამოკითხვის საჯარო ბაზები და დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია აქ.
ომნიბუსის გამოკითხვის დროითი მწკრივები ხელმისაწვდომია აქ.
დააჭირეთ აქ და დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო მონაცემები
_
რა ღირს ომნიბუსში კითხვის ჩასმა?
ქვემოთ მოცემულია ფასები სხვადასხვა ტიპის შეკითხვებისთვის:
| დახურული კითხვები წინასწარ განსაზღვრული პასუხის ვარიანტებით | USD |
| დახურული კითხვა (7-მდე პასუხის ვარიანტი) | 325 |
| ყოველი დამატებითი პასუხის ვარიანტი დახურულ კითხვებზე | 50 |
| ღია სხვა პასუხის ვარიანტი: სხვა (მიუთითეთ________________) | 100 |
| ნიმუში: რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი? > ინფლაცია, > ჯანდაცვა, > უმუშევრობა, > უსაფრთხოება, > სხვა (მიუთითეთ___________________________) | |
| სკალაზე გაზომილი კითხვები | |
| პირველი შეკითხვა | 325 |
| იმავე კითხვაში ყოველი დამატებითი შეკითხვა | 50 |
| ნიმუში: გთხოვთ, მითხრათ, მოუწონებდით თუ არა თქვენი ეროვნების ხალხს საქმიან ურთიერთობას… > ამერიკელთან? > რუსთან? > სომეხთან? > აზერბაიჯანელთან? | |
| ღია კითხვები | |
| პასუხების/კომენტარების კოდირების ჩათვლით | 800 |
| მულტიმედია | |
| დახურულ კითხვაში 4-მდე ფოტოს გამოყენება (ლოგოს, ბრენდინგის და სხვა ფოტოები) | 50 |
| ყოველი დამატებითი ფოტო | 20 |
| ვიდეო- ან აუდიომასალის გამოყენება | 50 |
| რენდომიზებული კონტროლირებადი ექსპერიმენტი | |
| მაქსიმუმ ორი ექსპერიმენტული პირობით | 700 |
| ყოველი დამატებითი ექსპერიმენტული პირობა | 200 |
დამატებითი კითხვების შემთხვევაში და უფრო დეტალური ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით მახარე აჭაიძეს (m.atchaidze@crrccenters.org) და მილორდ შენგელიას (m.shengelia@crrccenters.org).
დააჭირეთ აქ და დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო მონაცემები