ახალგაზრდების ტრანზიციებისა და მათი ოჯახების კონტექსტის შესწავლა სამხრეთ კავკასიაში. მთავარ ფოკუსს წარმოადგენს მონაცემების შეგროვება დასაქმების, განათლების, საოჯახო საქმის, ოჯახისა და დასვენების ისტორიების შესახებ.
სამხრეთ კავკასიის ცხოვრების ისტორიის კვლევის შერჩევა წარმოადგენდა ახალგაზრდებს, 1970 წლიდან 1976 წლამდე დაბადებულებს (დაახლოებით 400 რესპონდენტი ქვეყანაში). შერჩევები თითოეულ ქვეყანაში თანაბრად გადანაწილდა დედაქალაქებში (ბაქო, თბილისი და ერევანი) და არასაქალაქო დასახლებებში – არან-მუგანი აზერბაიჯანში, კოტიაკი სომხეთში და შიდა ქართლი საქართველოში. ძირითად კვლევას თან სდევდა სიღრმისეული, ღია-დახურული, კვლევის შემდგომი ინტერვიუები მაქსიმუმ რვამდე რესპონდენტთან თითოეულ ქვეყანაში.