პროექტის მიზანია საქართველოში საჯარო პოლიტიკის ხელშეწყობა ახალგაზრდებში მოხალისეობის კულტურის ჩამოყალიბებისა და მოხალისეობის შესახებ ცნობიერების ამაღლების, მოხალისეობის ხელშეწყობისა და წახალისების მიმართულებით. პროექტისთვის განხორციელდა თვისებრივი კვლევა, რომლის საფუძველზეც მომზადდება პოლიტიკის დოკუმენტი და საკითხისა და რეკომენდაციების განხილვა მოხდება მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად.
ფოკუს ჯგუფები საქართველოს ხუთი ქალაქის (თბილისის, ზუგდიდის, ბათუმის, ქუთაისისა და გორის) უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან; თვისებრივი ინტერვიუები მოხალისეობის სფეროში მომუშავე როგორც სამთავრობო, ისე ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საქართველოში.