საჯარო სამსახურის რეფორმის მიმართ დამოკიდებულების შესწავლა

ქვეყანა:
საქართველო
დონორი:
ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამა (NATO-PDP)
თარიღი:
06.2015
-
12.2015
ბიუჯეტი:
$20,864.00

კვლევის მიზანია საჯარო სამსახურის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა. კვლევის ფარგლებში მოხდება საჯარო მოხელეების და მოსახლეობის შესწავლა და საჯარო სამსახურის ბიუროს საქმიანობის და რეფორმის მიმართ მათი დამოკიდებულების შეფასება. კვლევის ამოცანებია: 1. საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში კონკრეტული ცვლილებების მამართ საჯარო მოხელეებისა და მოსახლეობის დამოკიდებულების კვლევა; 2. საჯარო სამსახურის ბიუროს და საჯარო სამსახურის რეფორმის შესახებ ინფორმრებულობის შეფასება; ასევე მათ მიმართ დამოკიდებულების და მოლოდინის კვლევა; 3. საჯარო სამსახურის რეფორმის პოტენციური გამოწვევების და ამ გამოწვევების გადაჭრის გზების განსაზღვრა; 4. პოტენციური კომუნიკაციის სტრატეგიების დადგენა.

ფოკუს ჯგუფები საჯარო მოხელეებთან, საჯარო მოხელეების ონლაინ გამოკითხვა, მოსახლეობის გამოკითხვა.

მონაცემთა ბაზა, ანგარიში.

გაზიარება