უკან

კვლევა საარჩევნო პროცესისა და პოლიტიკური შეხედულებების შესახებ საქართველოში

ქვეყანა: საქართველო
დონორი: საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI)
თარიღი: მარტი 2019 - თებერვალი 2020
პროექტის მიზანი: საქართველოში ამომრჩეველთა დამოკიდებულების შესწავლა საარჩევნო პროცესის მიმართ და მიმდინარე პოლიტიკური ტენდენციების ანალიზი.

2008 წლის შემდეგ CRRC-საქართველომ საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტთან (NDI) ერთად ჩაატარა ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი გამოკითხვის 32 ტალღა და 100-ზე მეტი ფოკუს ჯგუფი. ეს კვლევა ეხებოდა სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხს და საჯარო პოლიტიკის მიმართულებას საქართველოში. მონაცემების შეგროვება ნაწილობრივ მოიცავდა პანელურ კვლევას და გამოკითხვის ექსპერიმენტულ დიზაინს. ეს არის საქართველოში საზოგადოების აზრის შესწავლის მცდელობა გრძელვადიან პერსპექტივაში, რაც მოიცავს მოსახლეობის დამოკიდებულებას პოლიტიკის, საჯარო პოლიტიკის პრიორიტეტების, საარჩევნო ქცევის და გენდერული საკითხების შესახებ. მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია. NDI-თან თანამშრომლობის ფარგლებში, 2012 წლის შემდეგ CRRC-საქართველომ ჩაატარა დაახლოებით 38,000 ინტერვიუ.
კვლევის დიზაინი: წარმომადგენლობითი გამოკითხვა ქვეყნის მასშტაბით; კომპლექსური (სტრატიფიცირებული და კლასტერული) შერჩევა.
მასალები:
ტალღა 33, მოსახლეობის დამოკიდებულებების კვლევა საქართველოში, 2019 წლის ივლისი
1) ქვეყნის მიმართულება და ეროვნული საკითხები, ეკონომიკა, ჯანდაცვა, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, უმცირესობათა უფლებები, საგარეო პოლიტიკა
2) სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის შეფასება, პარტიების მხარდაჭერა, 20 ივნისის მოვლენები

ტალღა 32, მოსახლეობის დამოკიდებულებების კვლევა საქართველოში, 2019 წლის აპრილი
1) საგარეო პოლიტიკა - ევროკავშირი, ნატო, ეროვნული უსაფრთხოება და რუსეთი, დეზინფორმაციის მესიჯები, საინფორმაციო სივრცე
2) ქვეყნის მიმართულება, ინსტიტუტების და პოლიტიკური ლიდერების შეფასება, პარტიების მხარდაჭერა, მიმდინარე და წარსული მოვლენები