მეურვეთა საბჭო

მეურვეთა საბჭო არის CRRC-საქართველოს მთავარი მარეგულირებელი ორგანო, რომელიც აკონტროლებს ორგანიზაციის მუშაობას ფინანსური და პროგრამული მიმართულებებით. აგრეთვე, საბჭო უზრუნველყოფს, რომ ორგანიზაცია თანხვედრაში იყოს CRRC-საქართველოს წესდებასა და საქართველოს კანონმდებლობასთან. ამჟამად, საბჭო შედგება 8 წევრისგან, რომლებიც 3 წლის ვადით ირჩევიან. მოქმედი წევრები საბჭოს ახალ წევრებს ხმათა უმრავლეობით ირჩევენ. CRRC-საქართველოს დადგენილების მიხედვით, კანდიდატი შეიძლება იყოს ნებისმიერი კომპეტენტური პირი, რომელიც არ არის სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებული. საბჭოს შეხვედრები იმართება წელიწადში მინიმუმ ორჯერ. 

წევრები

მარი შიჰანი
თავმჯდომარე

მარი შიჰანს მიგრაციის საკითხებზე მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს. იგი 8 წლის განმავლობაში მუშაობდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში (IOM) , კავკასიაში. 1998-2002 წლებში იგი იყო მისიის ხელმძღვანელი ერევანში, ხოლო 1998-2002 წლებში კავკასიის რეგიონალური კოორდინატორის ფუნქციებს ასრულებდა თბილისიდან. ამის შემდეგ იგი სამი წლის განმავლობაში იყო შრი-ლანკაში, სადაც მან მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფისი გახსნა ცუნამის შედეგად დაზარალებული პირების დასახმარებლად.

თბილისში დაბრუნების შემდეგ ქალბატონი შიჰანი განაგებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფისს თბილისში. მას, ასევე, უმუშავია ვიეტნამის ომის შედეგად სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზიელთა ნაკადის მიგრაციის საკითხებზე. იგი იყო მიგრაციის საერთაშორისო კათოლიკური კომისიის ტრენინგ პროგრამის დირექტორი. ეს პროგრამა განკუთვნილი იყო აშშ-ის გადასახლების პროგრამაში ჩართული ეთიოპიელი და ერიტრიელი დევნილებისთვის. მარი შიჰანმა კარიერა კალიფორნიასა და არიზონაში გაერთიანებული ფერმის მუშათა კავშირთან მუშაობით დაიწყო, სადაც იცავდა ამ კავშირში შემავალი ადამიანების უფლებებს.

ენდრიუ კოქშალი
წევრი

ენდრიუ კოქშალი დამოუკიდებელი კონსულტანტია, რომელიც აუდიტის ხარისხისა და მმართველობის საკითხებზე მუშაობს.

2009-2018 წლებში იგი KPMG-ის წამყვანი პარტნიორი იყო საქართველოში. ენდრიუს აქვს სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება. ეს ქვეყნები მოიცავს სომხეთს, საქართველოს, ყაზახეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთს, საუდის არაბეთს, დუბაის, იორდანიას, ლიბანს, ეგვიპტეს, უგანდას, ბოცვანას, სამხრეთ აფრიკასა და დიდ ბრიტანეთს. ენდრიუს ვიწრო სპეციალიზაციაა აუდიტი და მმართველობის საკითხები შემდეგ სექტორებში გამოცდილებით: კომუნიკაცია, ფინანსური სერვისები, სამრეწველო ბაზრები, სამომხმარებლო ბაზრები, ინფრასტრუქტურა, ენერგია, მთავრობა და ჯანდაცვა.

ბატონი კოქშალი ფლობს მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში ჰერიოტ ვატის უნივერსიტეტიდან და არის სერტიფიცირებული ბუღალტერი, ინგლისსა და უელსში ჩარტერულ ბუღალტერთა ინსტიტუტის მკვლევარი.

ტიმოთი ბლაუველტი
წევრი

2003 წლიდან ტიმოთი ბლაუველტი ACTR/ACCELS (ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის) დირექტორია საქართველოში. იგი საქართველოში პირველად 1999-2000 წელს ჩამოვიდა, როგორც ამერიკის საბჭოებისა და NSEP-ის ბორენის მკვლევარი, რომელსაც კვლევა უნდა ჩაეტარებინა თავისი დისერტაციისთვის მოქალაქეობასა და ნაციონალიზმზე საქართველოში. ეს დისერტაცია მან ნიუ იორკის უნივერსიტეტში დაიცვა 2001 წელს. რუსეთსა და უკრაინაში მუშაობის შემდეგ ტიმი საქართველოში დაბრუნდა, როგორც ფულბრაიტის მკვლევარი და 2002-2003 აკადემიური წელი აქ გაატარა.

2011 წლიდან ტიმ ბლაუველტი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კვლევების ასოცირებული პროფესორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და წლების განმავლობაში ასწავლის საბჭოთა ისტორიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ტიმი ცენტრალურ ევრაზიულ სწავლებათა საზოგადოების (CESS) საბჭოს არჩეული წევრი, ასევე სიეტლში CESS 2017-ის ყოველწლიური კონფერენციისა დაპიტსბურგში 2018 წლის ყოველწლიური კონფერენციის საკონფერენციო კომიტეტის თავმჯდომარე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორთა საბჭოს წევრი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო დეპარტამენტის მრჩეველთა საბჭოს წევრი გახლავთ.

ტიმს მრავალი სტატია აქვს გამოქვეყნებული რუსეთის, საბჭოთა კავშირისა და კავკასიის ისტორიაზე, კლიენტალიზმზე, ნაციონალიზმის პოლიტიკაზე, ენის პოლიტიკასა და ეთნიკურ მობილიზაციაზე აკადემიურ შემდეგ ჟურნალებში: Europe-Asia Studies, Communist and Post-Communist Studies, Kritika, War & Society, Caucasus Survey, Nationalities Papers, Central Asian Survey, Ab Imperio, და Journal of Language and Social Psychology. იგი ჯერემი სმიტთან ერთად რედაქტორია წიგნისა: საქართველო სტალინის შემდეგ: ნაციონალიზმი და საბჭოთა ძალაუფლება, რომელიც რუტლეჯის გამომცემლობამ 2015 წელს გამოსცა.

ჰორტონ ბიბი-სენტერი
წევრი

ბატონი ბიბი-სენტერი ევრაზიის ფონდის საპატიო პრეზიდენტია, რომელიც ფონდის 12-წლიანი პრეზიდენტობისა და ფონდში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილების შემდეგ თანამდებობიდან გადადგა. ევრაზიის ფონდის პრეზიდენტობის დროს მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა განსაკუთრებული პროექტები, როგორებიცაა ეკონომიკური განათლებისა და კვლევის პროგრამა და მცირე ბიზნეს სესხების პროგრამა. ევროპის ფონდთან, ევრაზიის პარტნიორობის ფონდთან და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან მისი კავშირის გარდა, ბატონი ბიბი-სენტერი რამდენიმე ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს წევრია, რომელთა შორისააუკრაინაში კიევის ეკონომიკის სკოლა, ევროპის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი ლიტვაში და ცენტრალური აზიის ევრაზიის ფონდი ყაზახეთში.

ფონდში მოსვლამდე ბიბი-სენტერსი მუშაობდა რამდენიმე პროექტზე, რომელიც ეხებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის ტექნოლოგიის გაცვლას და ერთობლივ კომერციულ წამოწყებებს. ბატონი ბიბი-სენტერსი ფლობს ბაკალავრის ხარისხს საბჭოთა კვლევებში ბრაუნის უნივერსიტეტიდან და მაგისტრის ხარისხს რუსეთის კვლევებში ჰარვარდის უნივერსიტეტიდან.

დენიელ ტარშისი
წევრი

დოქტორი ტარშისი 1994-1999 წლებში იყო ევროსაბჭოს გენერალური მდივანი. იგი ასევე ასრულებდა სახელმწიფო მდივნის მოვალეობას შვედეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში, როგორც შვედეთის პარლამენტის წევრი და სოციალურ და საგარეო საკითხებთან დაკავშირებული კომიტეტის თავმჯდომარე. 2000 წელს დოქტორი ტარშისი წარმოადგენდა შვედეთის მთავრობას ევროკავშირში ფუნდამენტურ უფლებათა შემუშავების პროცესში. იგი არის სამედიცინო ეთიკის ეროვნული საბჭოს თამჯდომარე და, ასევე, ხელმძღვანელობს ინსტიტუტების საბჭოებს, რომლებიც მუშაობენ საგანმანათლებლო მობილობის, ზრდის პოლიტიკისა და სიბერის/ასაკის მატების საკითხებზე.

დოქტორი ტარშისი ფლობს დოქტორის ხარისხს სტოკჰოლმისა და პრინსტონის უნივერსიტეტებიდან და საპატიო დოქტორის წოდებას – კლუჟიდან (რუმინეთი). მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს შედარებით პოლიტიკას, ადამიანის უფლებებს, საჯარო პოლიტიკას, მთავრობის განვითარებას, ანგარიშვალდებულებასა და საბიუჯეტო პოლიტიკას. მისი ბოლო პუბლიკაციაა„ერთობის ხელახალი გამოგონება: ევროკავშირის სტრუქტურული პოლიტიკის მომავალი“. 1983-1985 წლებში იგი იყო საბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ლექტორი უფსალას უნივერსიტეტში. ამჟამად, დოქტორი ტარშისი არის სტოკჰოლმის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების დეპარტამენტის თავმჯდომარე.

ალექსანდრა ჰოლ ჰოლი
წევრი

ალექსანდრა ჰოლ ჰოლი ბრიტანელი დიპლომატია, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში 30-წლიანი გამოცდილება აქვს. 2013-2016 წლებში ის დიდი ბრიტანეთის ელჩი იყო საქართველოში, 2019 წლის დეკემბრამდე კი – ვაშინგტონში ბრიტანეთის საელჩოს მრჩეველი ბრექსიტის საკითხებში. ალექსანდრა ჰოლ ჰოლი დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა ბანგკოკში, ვაშინგტონში, ბოგოტასა და ნიუ-დელიში. ლონდონში ჰოლ ჰოლი ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ასევე, ის ხელმძღვანელობდა გაეროს ჰუმანიტარული საკითხების განყოფილებას და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განყოფილებას.ჰოლ ჰოლი, ასევე, გახლდათ მინისტრთა კაბინეტის სამდივნოს მრჩეველი ევროკავშირის საკითხებში. 2004-2006 წლებში იგი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მიავლინეს, როგორც სპეციალური მრჩეველი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, მოგვიანებით კი – ახლო აღმოსავლეთის საქმეთა ბიუროში, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაზე მუშაობდა. ალექსანდრა ჰოლ ჰოლი კითხულობდა ლექციებს ადამიანის უფლებების თემაზე ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში, 2016-2018 წლებში კი ატლანტიკური საბჭოს უფროსი სტიპენდიატი იყო.