კითხვარის შედგენა და გაციფრულება: ODK პროგრამირება და AI

კურსის აღწერა 

კურსი განკუთვნილია კომპანიებისთვის, მკვლევრებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის, რომელთაც სურთ დამოუკიდებლად დაგეგმონ რაოდენობრივი კვლევა და დანერგონ მონაცემთა შეგროვების თანამედროვე ციფრული სისტემები.

კურსი ფოკუსირებულია კითხვარის დიზაინის შემუშავებასა და პროგრამირებაზე და მოიცავს ისეთ ძირითად კომპონენტებს, როგორიცაა: 

  • გამოკითხვის ინსტრუმენტის შემუშავება
  • გამოკითხვის ინსტრუმენტის პროგრამირება ონლაინ სისტემებისთვის
  • შემუშავებული ციფრული პროგრამის პრაქტიკული გამოცდა და ხარისხის უზრუნველყოფა.

სასწავლო პროგრამა 15 აპრილს იწყება და მოიცავს 5 ორსაათიან სესიას, რომელიც კვირაში ერთხელ, პირისპირ ფორმატში ტარდება.

ლექციების დღეები: ოთხშაბათი (ფიზიკური დასწრება)

დრო: 16:00–18:00

ჯგუფში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 15

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 6 აპრილი

კურსის ღირებულება: 250 ლარი

კურსის მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

_

_

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

ელ-ფოსტა: s.dolidze@crrccenters.org 

_

ტრენერი

მელორ შენგელია | მონაცემთა მკვლევარი

მელორ შენგელია არის მკვლევარი ხუთ წელზე მეტი ხნის პრაქტიკული გამოცდილებით მონაცემთა ანალიზისა და სოციოლოგიური კვლევების სფეროში. ამჟამად ის CRRC-საქართველოს გუნდის წევრია. მისი ძირითადი პასუხისმგებლობაა კვლევის დიზაინის შემუშავება, კვლევის ინსტრუმენტების შექმნა, პროგრამირება, მონაცემთა წმენდა, სტატისტიკური ანალიზი და ანგარიშის მომზადება. მას აქვს საერთაშორისო კვლევით პროექტებზე მუშაობის გამოცდილება. მელორი ფლობს მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ისეთ პროგრამებს, როგორიცაა: ODK Forms, KoboToolbox, Power BI, SPSS, STATA, Nvivo.

_

კურსის სილაბუსი
 სესიის თემაშეისწავლით:
კითხვარის შედგენა
სესია_1კითხვარის დიზაინის საფუძვლები (2 საათი)• რაოდენობრივი გამოკითხვა და მისი ტიპები
• თვითადმინისტრირებული და ინტერვიუერის ჩართულობით გამოკითხვა, მისი ძლიერი და სუსტი მხარეები
• სატელეფონო და ონლაინ გამოკითვის სპეციფიკა
• კითხვარის შედგენის ძირითადი პრინციპები – კითხვარის სტრუქტურა და მისი შემადგენელი ძირითადი სექციები
სესია_2კითხვარის ტექნიკური მხარე და შეკითხვის ტიპები (2 საათი)• ღია, დახურული და ნახევრად დახურული შეკითხვები: მათი ძლიერი და სუსტი მხარეები
• გაზომვის სკალები: ნომინალური, რიგის, ინტერვალის და შეფარდების სკალების გამოყენება
• კითხვებისა და პასუხების კოდირების თავისებურებები
ონლაინ გამოკითხვის პროგრამირება ODK Form-ის გამოყენებით
სესია_3XLSForm-ის საფუძვლები (2 საათი)• XLSForm-ის სტრუქტურის გაცნობა (survey, choices, settings sheets)
• მარტივი შეკითხვის ტიპების შექმნა (text, select_one, select_multiple, integer, date და სხვა)
• ლეიბლებისა და მისი კოდური მნიშვნელობების (labels, names), ასევე ფორმის ძირითადი ლოგიკის გაცნობა
სესია_4XLSForm-ის ფუნქციები (2 საათი)• Widgets-ის გამოყენება (image, audio, geopoint და სხვა)
• Constraints, relevant logic, calculation, randomization და required ველების დამატება
• ლოგიკური ფორმულების ტესტირება AI-ის გამოყენებით
• ჯგუფების (groups), განმეორებების (repeats) და ვიზუალური ფორმატირების დამატება
სესია_5შეცდომების აღმოჩენა და კონტროლი (2 საათი)• ფორმის ტესტირება ODK Collect/Preview-ში
• გავრცელებული validation შეცდომები
• შეცდომების იდენტიფიცირება და გადაჭრა AI-ის გამოყენებით
• ონლაინ გამოკითხვის გაშვება
გაზიარება