CRRC საქართველოს ოფისმა დაიწყო პროექტ MYPLACE-ზე მუშაობა. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში (16-დან 25 წლამდე) სოციალური აქტივობის დონე და მიზნები. საქართველო ერთ-ერთია 14 ქვეყნიდან, ვინც ამ ოთხწლიან პროექტში მიიღებს მონაწილეობას. პროექტს სათავეში უდგას ვორვიკის უნივერსიტეტი და ფინანსდება ევროკომისიის მიერ. ოქტომბერში CRRC-ის საქართველოს ოფისმა ჩაატარა ხუთი ფოკუსური ჯგუფი და შვიდი საექსპერტო ინტერვიუ თბილისში, ქუთაისსა და თელავში. ეს ემპირიული მონაცემები ძირითადად გამოყენებული იქნება 2012 წლის შემოდგომას დაგეგმილი გამოკითხვისთვი კითხვარის შესამუშავებლად.
გარდა ფოკუსური ჯგუფებისა, პროექტის მიმდინარეობისას ჩატარდება ჩაღრმავებული ინტერვიუები, გამოკითხვა, ეთნოგრაფიული საველე სამუშაოები და ექსპერტთა ინტერვიუები. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად MYPLACE პროექტის შესახებ, იხილეთ შემდეგი ვებ-გვერდი: http://www.fp7-myplace.eu/index.php.
MYPLACE Fieldwork Starts in Georgia
გაზიარება