უკან
ორშაბათი | 12 თებერვალი , 2018
ესაუბრეთ ხალხს: რა გავლენა აქვს საარჩევნო კამპანიებს ამომრჩეველთა მხარდაჭერაზე საქართველოში
CRRC, ARISC და ამერიკის საბჭოები წარმოგიდგენთ 2018 წლის მიმდინარე კვლევების პრეზენტაციების სერიის მესამე მოხსენებას: "ესაუბრეთ ხალხს: რა გავლენა აქვს საარჩევნო კამპანიებს ამომრჩეველთა მხარდაჭერაზე საქართველოში", რომელსაც CRRC-საქართველოს დირექტორი, კობა თურმანიძე გააკეთებს.

კობას მოხსენება ეფუძნება მის ნაშრომს, რომელიც აანალიზებს პარტიების მიმართ მხარდაჭერაზე პარტიისა და ამომრჩევლის კომუნიკაციის გავლენას. გამოკითხვების მონაცემებზე დაყრდნობით ნაშრომი აჩვენებს, რომ პირისპირ კომუნიკაციას პარტიებსა და ამომრჩევლებს შორის არჩევნებამდე საგრძნობლად შეუძლია პარტიის მიმართ მხარდაჭერის გაზრდა, ხანმოკლე პერიოდით მაინც. ეს მიგნება რელევანტურია პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაციისთვის, ანგარიშვალდებულებისა და პოლიტიკური სტაბილურობისთვის, განსაკუთრებით ისეთი ჰიბრიდული რეჟიმის კონტექსტში, რომელსაც გეზი დემოკრატიისკენ აქვს.

კობა თურმანიძე CRRC-საქართველოში 2007 წლიდან მუშაობს. მას აქვს საჯარო მართვის მაგისტრის ხარისხი ამერიკული უნივერსიტეტიდან (ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი) და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან (ბუდაპეშტი, უნგრეთი), ასევე დიპლომი ისტორიულ მეცნიერებებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ამჟამად კობა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის დოქტორანტია შედარებით პოლიტიკაში. 2005–2011 წლებში იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა ასისტენტ პროფესორად და პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტსა და სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში ასწავლიდა: შედარებით პოლიტიკას, გარდამავალი ხანის ეკონომიკას, კვლევის მეთოდებსა და გამოყენებით სტატისტიკას. CRRC-ში მოსვლამდე კობა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში, ასევე საჯარო სამსახურში მუშაობდა. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს: ავტორიტარულ რეჟიმების, რეჟიმის ცვლილების ანალიზს და ამომრჩევლის ქცევას.