მომსახურება

CRRC-საქართველო არის არასამთავრობო, არაკომერციული კვლევითი ცენტრი, რომელიც აგროვებს, აანალიზებს და აქვეყნებს მონაცემებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესების შესახებ. CRRC-საქართველო სომხეთისა და აზერბაიჯანის ცენტრებთან ერთად ქმნის კვლევითი ცენტრების ქსელს, რომლის მიზანია საზოგადოებრივი მეცნიერებების კვლევებისა და საჯარო პოლიტიკის ანალიზის განვითარება სამხრეთ კავკასიაში.

სამივე ცენტრი დაფუძნდა 2003 წელს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციის დაფინანსებით. 2013 წლიდან CRRC-საქართველო და CRRC-სომხეთი საქმიანობას დამოუკიდებელი არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსით აგრძელებენ.

CRRC-ის აქვს მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის ათწლიანი გამოცდილება მკვლევარების, მთავრობების, დონორებისა და კერძო სექტორისათვის საქართველოში და რეგიონში არსებული ტენდენციებისა და მოლოდინების შესახებ. CRRC გთავაზობთ კვლევებს, ანალიზს და ტრენინგს სანდო მეთოდოლოგიით, რომელიც მოსახლეობის ჯგუფებისა და ქვეყნების შედარების შესაძლებლობას იძლევა.

CRRC-ის მონაცემთა ბაზები საჯაროა და ყველას აძლევს შესაძლებლობას, გაიგოს და შეაფასოს სოციალური და პოლიტიკური ტენდენციები როგორც საქართველოში, ასევე მთელს სამხრეთ კავკასიაში. ბაზების სწრაფი და იოლი ანალიზისთვის გამოიყენეთ CRRC-საქართველოს ონლაინ ანალიზის პროგრამა.

ომნიბუს გამოკითხვა

ომნიბუსი ერთ გამოკითხვაში აერთიანებს სხვადასხვა ორგანიზაციისა თუ მკვლევრის შეკითხვებს. ეს ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ მონაცემების შეგროვება ფინანსურად უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, ვიდრე სრული გამოკითხვის შეკვეთა. CRRC საქართველო გთავაზობთ კვარტალურ ომნიბუს გამოკითხვებს. 

CRRC-ის ომნიბუს გამოკითხვა მოიცავს 1000 რესპონდენტს, ტარდება პირისპირ გამოკითხვის მეთოდით და წარმომადგენლობითია ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). თითოეული კითხვისთვის შესაძლებელია დემოგრაფიული კროსტაბულაციების მომზადება, მათ შორის ასაკის, სქესის, განათლების დონის, დასაქმების სტატუსისა და დასახლების ტიპის (დედაქალაქი, სხვა ქალაქები, სოფლები) მიხედვით.  

ქვემოთ მოცემულია ფასები სხვადასხვა ტიპის შეკითხვებისთვის:

 

დახურული კითხვები წინასწარ განსაზღვრული პასუხის ვარიანტებით USD
დახურული კითხვა (7-მდე პასუხის ვარიანტი) 300
ყოველი დამატებითი პასუხის ვარიანტი დახურულ კითხვებზე 15
ნიმუში:
რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი?
ინფლაცია
ჯანდაცვა
უმუშევრობა
უსაფრთხოება
სხვა, დაასახელეთ___________________________
სკალაზე გაზომილი კითხვები
პირველი შეკითხვა 300
იმავე კითხვაში ყოველი დამატებითი შეკითხვა 50
ნიმუში:
გთხოვთ, მითხრათ, მოუწონებდით თუ არა თქვენი ეროვნების ხალხს საქმიან ურთიერთობას...
ამერიკელთან?
რუსთან?
სომეხთან?
აზერბაიჯანელთან?
ღია კითხვები
პასუხების/კომენტარების კოდირების ჩათვლით 750
მულტიმედია
დახურულ კითხვაში 4-მდე ფოტოს გამოყენება (ლოგოს, ბრენდინგის და სხვა ფოტოები) 35
ყოველი დამატებითი ფოტო 20
ვიდეო ან აუდიო მასალის გამოყენება 50
რანდომიზებული კონტროლირებადი ექსპერიმენტი
მაქსიმუმ ორი ექსპერიმენტული პირობით 650
ყოველი დამატებითი ექსპერიმენტული პირობა 200
სტანდარტული პროდუქტი
მონაცემთა ბაზა შესყიდული ცვლადებით + სქესის, ასაკის, დასახლების ტიპის, შემოსავლის, დასაქმების სტატუსისა და განათლების დონის ცვლადებით
ექსელის ფაილი, სადაც მოცემული იქნება სიხშირის ცხრილები + კროსტაბულაციები სქესის, ასაკისა და დასახლების ტიპის მიხედვით

 

ომნიბუს გამოკითხვაზე დამატებითი კითხვების შემთხვევაში და უფრო დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით დავით სიჭინავას (david@crrccenters.org) და დასტინ გილბრეტს (dustin@crrccenters.org).