უკან

სკოლაში ახალგაზრდების ქსელების თანამშრომლობის პროექტის (SYNCS) შეფასება

ქვეყანა: საქართველო
დონორი: World Vision Georgia
თარიღი: ნოემბერი 2017 - აპრილი 2018
პროექტის მიზანი: 2017-2018 წლებში CRRC-საქართველომ ჩაატარა მტკიცებულებების შედგენისა და პროგრამის შეფასების კვლევა World Vision საქართველოს პროექტისთვის - სკოლაში ახალგაზრდების ქსელების თანამშრომლობა (SYNCS). კვლევის შედეგად მომზადდა: მტკიცებულებების შედგენის კვლევისა და პროგრამის შეფასების საბოლოო ანგარიში.
კვლევის დიზაინი:
  • ახალგაზრდების რაოდენობრივი გამოკითხვა, რომელიც დაწყვილების მეთოდით შედგენილ შერჩევას ეფუძნებოდა. შერჩევა მოიცავდა პროექტის მონაწილე და არამონაწილე სკოლებს.
  • თვისებრივი მონაცემების შეგროვება პროექტში ჩართული ახალგაზრდებისა და საჯარო პოლიტიკის შემქმნელებისგან.
მასალები: მტკიცებულების შედგენის კვლევის ანგარიში (ინგლისურ ენაზე)
საბოლოო შეფასების ანგარიში (ინგლისურ ენაზე)