უკან

ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში (ტალღა 4)

ქვეყანა: საქართველო
დონორი: ევროპის ფონდი (EPF)
თარიღი: აპრილი 2015 - აგვისტო 2015
პროექტის მიზანი:

პროექტის მიზანია საზოგადოებრივი წარმოდგენების შესწავლა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისკენ მისწრაფების შესახებ, და საზოგადოებრივი აზრის კვლევა ევროკავშირის ინსტიტუტების, ღირებულებებისა და ხალხის მოლოდინის შესახებ. კვლევა ჩატარდა ევროპის ფონდის პროექტის "ევროპული ინტეგრაცია" ფარგლებში, 2009, 2011, 2013 და 2015 წლებში.

კვლევის დიზაინი:

2015 წელს სულ 2,360 რესპონდენტი გამოიკითხა მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოსახლეობა ოთხ ფენად დაიყო: ეთნიკური უმცირესობების დასახლებები, დედაქალაქი, სხვა ურბანული დასახლებები და სოფლად მცხოვრები რესპონდენტები. ალბათური შერჩევის პრინციპით მოხდა საარჩევნო უბნების შერჩევა თითოეული ფენისთვის, დასახლების ტიპის (ქალაქი/სოფელი) გათვალისწინებით და მოსახლეობის სიდიდის პროპორციულად. ინტერვიუერებმა შინამეურნეობები სამარშრუტო შერჩევის მეთოდით შეარჩიეს. თითოეულ ასეთ შინამეურნეობაში რესპონდენტი კიშისცხრილის მიხედვით შეირჩა.

კითხვარები, რომლებიც CRRC-საქართველომ გამოიყენა 2009, 2011, 2013 და 2015 წლებში ერთმანეთის თითქმის იდენტურია, რომ შესაძლებელი ყოფილიყო შედეგების შედარება. ცდომილების საშუალო ზღვარი 2015 წლის მონაცემებისთვის 2.9 პროცენტია.

მასალები:

მონაცემთა ბაზა; კვლევის ანგარიში.