ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა

CRRC-საქართველოს ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა 

სტიპენდიის პროგრამა, რომელიც 2009 წელს დაიწყო, გრძელდება 5-9 თვის განმავლობაში და შერჩეულ ახალგაზრდებს სთავაზობს ფართო სამუშაო გამოცდილებასა და პრაქტიკას. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა სოციალურ მეცნიერებებზე ორიენტირებული ახალგზრდა მკვლევარებისათვის შეიძინონ ახალი უნარები და შეძლონ კომპლექსური საკითხების სწრაფი და სიღრმისეული ანალიზი, აგრეთვე შეისწავლონ მნიშვნელოვანი კომპიუტერული, მათ შორის სტატისტიკური პროგრამები. პროგრამა ასევე აძლევს ახალგაზრდებს საშუალებას იმუშაონ გამოცდილ პროფესიონალებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად.

GO

ეკა ჯიქიძე

ეკა ჯიქიძე ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს ფსიქოლოგიურ ანთროპოლოგიაში. ამავე უნივერსიტეტში მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში. CRRC-ის ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში ჩართვამდე იგი მუშაობდა კვლევით პროექტებზე განათლების მიმართულებით.

მისი კვლევითი ინტერესები ძირითადად კულტურულ და სოციალურ საკითხებს მოიცავს.

ნათია ლილუაშვილი

ნათია ლილუაშვილს მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებაში. ასევე, ფლობს ამავე უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს სახელმწიფო მართვასა და საჯარო ადმინისტრირებაში.

CRRC-საქართველოში მუშაობის დაწყებამდე, ნათია აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა კვლევით პროექტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში. საკვლევი საკითხები ძირითადად მოიცავდა ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში და საარჩევნო ქცევის განსაზღვრას.

მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს გენდერის, გარემოსდაცვით და კულტურის საკითხებს.

მელორ შენგელია

მელორ შენგელიას მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სოციოლოგიაში. ამჟამად ამავე უნივერსიტეტის სოციოლოგიის მაგისტრანტია. მონაწილეობდა მიზნობრივ სამეცნიერო კვლევით პროექტებში.

მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს საჯარო პოლიტიკის საკითხებს, მედიასა და ჯანდაცვას.