ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა

CRRC-საქართველოს ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა 

სტიპენდიის პროგრამა, რომელიც 2009 წელს დაიწყო, გრძელდება 5-9 თვის განმავლობაში და შერჩეულ ახალგაზრდებს სთავაზობს ფართო სამუშაო გამოცდილებასა და პრაქტიკას. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა სოციალურ მეცნიერებებზე ორიენტირებული ახალგზრდა მკვლევარებისათვის შეიძინონ ახალი უნარები და შეძლონ კომპლექსური საკითხების სწრაფი და სიღრმისეული ანალიზი, აგრეთვე შეისწავლონ მნიშვნელოვანი კომპიუტერული, მათ შორის სტატისტიკური პროგრამები. პროგრამა ასევე აძლევს ახალგაზრდებს საშუალებას იმუშაონ გამოცდილ პროფესიონალებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად.

GO

დავით ლურსმანაშვილი

დავითმა საერთაშორისო ურთიერთობებში ბაკალავრის ხარისხი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან მიიღო. იგი ერასმუს მუნდუსის და მომავლის ლიდერთა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობდა, ნიდერლანდებსა და აშშ-ში. დავითი თავისი უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში მუშაობდა სტაჟიორად. ასევე, ინგლისურენოვანი გიდი იყო ტურისტულ კომპანიაში.

დავითის კვლევითი ინტერესები მოიცავს ექსტრემიზმსა და ექსტრემისტულ მოძრაობებს ევროპასა და საქართველოში, რელიგიის ზეგავლენას საზოგადოებრივ განვითარებაზე და დემოკრატიზაციის პროცესებს კავკასიაში.

მარიამ მამაცაშვილი

მარიამ მამაცაშვილს მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სოციოლოგიაში(GPA: 3.7). მისი დამატებითი სპეციალობაა ფსიქოლოგია. ამასთანავე, ფლობს ამავე უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების მაგისტრის ხარისხსმაღალი აკადემიური მოსწრებით (GPA: 4.0).

CRRC-საქართველოს ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში ჩართვამდე მარიამი სტაჟირებას გადიოდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი ამჟამინდელი კვლევითი ინტერესები კულტურულ და საგანმანათლებლო პროცესებს უკავშირდება.

 

ავთო დოლიძე

ავთო დოლიძეს სოციოლოგიის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქვს მიღებული. CRRC-საქართველოში მუშაობის დაწყებამდე იგი კვლევითი ორგანიზაცია “We Research”-ის წევრი და “სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) საქართველოს ოფისის“ პროექტის ასისტენტი და მკვლევარი იყო. იგი მუშაობდა შემდეგ კვლევებზე: გენდერის კვლევა, მედიის მონიტორინგი, ბაზრის კვლევა, ორგანიზაციებისთვის პროექტებში საჭიროებისა და კმაყოფილების კვლევა და სხვა. მისი კვლევითი ინტერესები ეხება კულტურის, ევროპეიზაციისა და ურბანისტიკის საკითხებს.