ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა

CRRC-საქართველოს ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა 

სტიპენდიის პროგრამა, რომელიც 2009 წელს დაიწყო, გრძელდება 5-9 თვის განმავლობაში და შერჩეულ ახალგაზრდებს სთავაზობს ფართო სამუშაო გამოცდილებასა და პრაქტიკას. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა სოციალურ მეცნიერებებზე ორიენტირებული ახალგზრდა მკვლევარებისათვის შეიძინონ ახალი უნარები და შეძლონ კომპლექსური საკითხების სწრაფი და სიღრმისეული ანალიზი, აგრეთვე შეისწავლონ მნიშვნელოვანი კომპიუტერული, მათ შორის სტატისტიკური პროგრამები. პროგრამა ასევე აძლევს ახალგაზრდებს საშუალებას იმუშაონ გამოცდილ პროფესიონალებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად.

GO

მახარე აჭაიძე

მახარე ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და მედიის სოციოლოგიის მაგისტრანტია. დამთავრებული აქვს ამავე უნივერსიტეტის სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამა, მეორადი სპეციალობა - ჟურნალისტიკა. მას სხვადასხვა კვლევით კომპანიაში სატელეფონო და პირისპირ ინტერვიუერად მუშაობის გამოცდილება აქვს. ასევე, მუშაობდა მონაცემთა ბაზების ფორმატირებაზე. მახარე ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია „ნოვაციოს“ თანადამფუძნებელია. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს: კულტურას, მედიას და მასობრივი კომუნიკაციებს.

ელენე ერგეშიძე

ელენე ერგეშიძე ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს სოციოლოგიაში. ამჟამად, იმავე უნივერსიტეტში სწავლობს საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე. CRRC-საქართველოში მუშაობის დაწყებამდე სამაგისტრო პრაქტიკა გაიარა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, სადაც ჩართული იყო რეგიონული განვითარების პროგრამის მოსამზადებელ სამუშაოებსა და რეგიონული უთანაბრობის შესახებ კვლევის მომზადებაში. ბაკალავრიატზე სწავლის პერიოდში ელენე მონაწილეობდა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა კვლევით პროექტში. ელენეს კვლევითი ინტერესები მოიცავს საჯარო პოლიტიკის საკითხებს, თვითმმართველობის განვითარებასა და სამოქალაქო ჩართულობას.

ოთო სალდაძე

ოთო სალდაძე ფლობს სოციოლოგიის ბაკალავრის დიპლომს და ამჟამად სწავლობს სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სამაგისტროზე პროგრამაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. CRRC-საქართველოში მუშაობის დაწყებამდე იგი მონაწილეობდა სხვადასხვა სოციოლოგიურ და ანთროპოლოგიურ კვლევით პროექტებში. ბაკალავრიატის პერიოდში სტუდენტურ საინიციატივო ჯგუფთან ერთად ახორციელებდა პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავდა საქართველოს სოფლებში მცხოვრებთა და ეკოლოგიურ მიგრანტთა პრობლემების შესწავლას და საზოგადოებისთვის გაცნობას. მისი კვლევითი ინტერესები სოციალურ და კულტურულ საკითხებს უკავშირდება.