უკან
შაბათი | 16 მაისი, 2015

ჰომოფობია საქართველოში: ნაწილი 4

ესაა რიგით მეოთხე ბლოგი სერიიდან, რომლის მიზანიცაა საქართველოს დედაქალაქში არსებული ჰომოფობიის ანალიზი. მოცემული ბლოგი ფოკუსირებულია ჰომოფობიასა და ლიბერალურ შეხედულებებს და განათლებას შორის არსებულ ურთიერთკავშირზე. ამ სერიის სხვა ბლოგები შეგიძლიათ ნახოთ აქ: ნაწილი 1, ნაწილი 2, ნაწილი 3

Adamczyk and Pitt-მა (2009) აღმოაჩინეს, რომ ჰომოსექსუალების მიმართ დამოკიდებულება უფრო ტოლერანტული გახდა იმ ქვეყნებში, რომლებმაც გაიარეს მოდერნიზაციის და ინდუსტრიალიზაციის პროცესები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ შევამოწმებთ იგივეს საქართველოს მაგალითზე, მონაცემები აჩვენებს, რომ ინდივიდუალ დონეზე, ჰომოფობიური დამოკიდებულებები უარყოფით კორელაციაშია განათლების დონესა და ლიბერალურ ღირებულებებთან.

როგორც წინა ბლოგში აღინიშნა, ჰომოფობიური დამოკიდებულების გასაზომად კვლევაში გამოყენებულ იქნა შემდეგი კითხვა: „ამ ჯგუფებიდან, ყველაზე მეტად რომელი ჯგუფის წარმომადგენელი არ გინდათ, რომ თქვენი მეზობელი იყოს?“. მოცემული ცვლადის კოდირება მოხდა ისე, რომ მივიღეთ ორი კატეგორია: ის, ვინც ასახელებს ჰომოსექსუალებს და ის, ვინც ასახელებს ყველა სხვა დანარჩენ ჯგუფებს.

გამოკითხულთა განათლების დონე სამ კატეგორიად დაიყო: საშუალო განათლება, საშუალო ტექნიკური განათლება და უმაღლესი განათლება. ლიბერეალურ ღირებულებათა ქულა კი თოთოეული გამოკითხულისთვის გამოითვალა ქვემოთ ჩამოთვლილ კითხვებზე მათი გაცემული პასუხების მიხედვით:

გთხოვთ, მითხრათ, რამდენად მისაღებია თქვენთვის, თუ:
მამაკაცს აქვს გრძელი თმა?
მამაკაცს საყურე უკეთია?
ქალს წარბის პირსინგი აქვს?
ქალი სვამს ძლიერ ალკოჰოლურ სასმელებს (კონიაკი, არაყი)?
ქალს აქვს სექსი ქორწინებამდე?
მამაკაცს აქვს სექსი ქორწინებამდე?

თითოეული კითხვის კოდებია: 0= არასდროს, 1=ზოგჯერ, 2=ყოველთვის. მოცემული კითხვების გამოყენებით, ფაქტორული ანალიზის შედეგად (კრონბახის ალფა=.80) მიღებულ იქნა ლიბერალიზმის სკალა, რომელიც გამოკითხულთა ტოლერანტულობის დონეს ზომავს. დამოუკიდებელი შერჩევის ტ-ტესტმა აჩვენა, რომ, როგორც მოსალოდნელი იყო, რაც მაღალია განათლების დონე, მით უფრო სუსტია რესპონდენტის უარყოფითი დამოკიდებულება ჰომოსექსუალების მიმართ (t (526) = 2.19, p =. 03). ასევე, ისინი, ვისაც არ გამოუმჟღავნებია ჰომოფობიური დამოკიდებულება, ლიბერალიზმის სკალაზე გაცილებით მაღალ ქულას იღებდნენ (M= 0.14, SD = 1.09), ვიდრე ისინი, ვინც გამოხატა ჰომოფობიური დამოკიდებულებები (M = -0.29, SD = 0.72, t (526) = 5.09, p =.001).

კენდალის კორელაციიის კოეფიციენტმა ასევე აჩვენა, რომ რაც მაღალია განათლების დონე, მით ნაკლებ ჰომოფობიურ შეხედულებებს ამჟღავნებენ ადამიანები ( (Kendall’s τ (526) = - .10, p = .02). ლიბერალური შეხედულებები უარყოფითად ასოცირდება ჰომოფობიასთან (Kendall’s τ (214) = - .19, p = .01), რაც იმაზე მიუთითებს, რომ ტოლერანტობა და განსხვავებულობის მიმღებლობა შესაძლოა ამცირებდნენ ჰომოფობიურ შეხედულებებს.

დაბოლოს, უალდის კრიტერიუმმა ლოგისტიკურ რეგრესიაში დაადასტურა, რომ დაბალი განათლების დონე და ლიბერალური შეხედულებების არქონა, თბილისის მოსახლეობის ჰომოფობიური შეხედულების მნიშნელოვან პრედიქტორებს წარმოადგენენ.

                                                                   ჰომოფობიის ბინარული ლოგისტიკური შეფასება (N = 526)eB პირველ მოდელში მიუთითებს, რომ როდესაც განათლების დონე იზრდება ერთი ერთეულით, ალბათობის თანაფარდობა (odds ratio) მცირდება 0.78ჯერ ანუ ჰომოფობიური შეხედულებების ქონის ალბათობა მცირდება 0.78 ჯერ.
წინასწარმეტყველების თვალსაზრისით, ეს ნიშნავს, რომ თუ ადამიანს აქვს მხოლოდ საშუალო განათლება, მისი შანსი გამოამჟღავნოს ჰომოფობიური შეხედულებები 37%ია, მაშინ როდესაც ტექნიკური საშუალო განათლების მქონე ადამიანისთვის ეს შანსი 32%-მდე მცირდება, ხოლო უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების შემთხვევაში - 27%-ს უდრის. შესაბამისად, ლიბერალიზმის სკალაზე თითოეული ქულა ჰომოფიბიის რისკს 0.61 ჯერ ამცირებს (მოდელი 2).

მიუხედავად იმისა, რომ მონაცემები ადასტურებს განათლების დონის პრედიქტორულ ღირებულებას ჰომოფიბიურ შეხედულებებთან მიმართებაში, აღსანიშნავია, რომ ეს პრედიქტორული ღირებულება ქრება, როდესაც მოდელში ლიბერალური ღირებულებები შემოდის. ეს ნიშნავს, რომ თბილისის მოსახლეობა, რომელსაც უმაღლესი განათლება აქვს, ნაკლებად გამოხატავს ჰომოფობიურ შეხედულებებს, თუმცა ისინი ვინც ლიბერალურ ღირებულებებს იზაიარებენ (ეს ღირებულებები შეიძლება შეძენილი იყოს როგორც ფორმალური განათლებიდან, ისე სხვა წყაროებიდან), კიდევ უფრო ნაკლებად მიდრეკილნი არიან ჰომოფობიისკენ.

ზოგადად, განათლება მნიშვნელოვან იარაღად ითვლება ჰომოფობიის წინააღმდეგ. ითვლება, რომ განათლებული ადამიანები უფრო ლიბერალებიც არიან. თუმცა, ფორმალური განათლება საქართველოში სავარაუდოდ არ ნიშნავს ლიბერალური ღირებულებების ინტერნალიზაციას. ერთ-ერთი ბოლოდროინდელი კვლევა ინტერკულტურული განათლების ასპექტებზე საქართველოს სკოლების დაწყებით საფეხურზე აჩვენებს, რომ გამოკითხული მასწავლებლების 47% მიიჩნევს, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია სისხლის სამართლის წესით დასჯადი უნდა იყოს.

მოდერაციის ანალიზი აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც იზიარებენ ლიბერალურ ღირებულებებს და ამავე დროს პირადად იცნობენ ჰომოსექსუალს, ნაკლებად გამოხატავენ ჰომოფობიურ შეხედულებებს ვიდრე ისინი, ვინც იზიარებს ლიბერალურ ღირებულებებს, მაგრამ პირადად არ იცნობს ჰომოსექსუალს. ამის საპირისპიროდ, ადამიანებიმ რომლებიც იღებენ დაბალ ქულას ლიბერალიზმის სკალაზე და პირადად იცნობენ ჰომოსექსუალს, უფრო მეტად მიდრეკილნი არიან გამოხატონ ჰომოფობიური შეხედულებები ვიდრე ისინი, ვისაც ლიბერალიზმის სკალაზე დაბალი ქულა აქვს მაგრამ არც პირადად იცნობს ჰომოსექსუალს.

შედეგები რომ შევაჯამოთ, ვნახავთ, რომ ჰომოფობიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრედიქტორი თბილისის მოსახლეობაში განათლების დონეა, იმის მიუხედავად, რომ კვლევების თანახმად ფორმალური განათლება საქართველოში ტოლერანტობას მაინცდამაინც არ ახალისებს. განათლების დონის პრედიქტორული ღირებულება ჰომოფიბიურ დამოკიდებულებებთან მიმართბეაში ქრება, როდესაც სტატისტიკურ მოდელს ლიბერალური ღირებულებები ემატება. მოდერაციის ანალიზი კი აჩვენებს, რომ ურთიერთკავშირი ლიბერალურ ღირებულებებს და ჰომოფობიურ დამოკიდებულებებს შორის უფრო ძლიერდება, როდესაც რესპონდენტი პირადად იცნობს ჰომოსექსუალს.
ეს შედეგები მიუთითებს, რომ ლიბერალური ღირებულებების წახალისება საქართველოს მოქალაქეებში, იქნება ეს ფორმალური თუ არაფორმალური განათლებით, მედიის თუ სხვა საშუალებებით, კარგი სტრატეგია იქნებოდა ჰომოფობიის პრობლემის მოსაგვარებლად თბილისში და მთლიანად საქართველოში. კონკრეტული რეკომენდაციები პოლიტიკისთვის წარმოდგენილია შემდეგ ბლოგში.
14.05.2015 | ხუთშაბათი

ჰომოფობიის კვლევა საქართველოში: ნაწილი 2

ეს არის მეორე ბლოგი ჰომოფობიის თემაზე სერიიდან. პირველი ბლოგი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ვის აქვს უფრო მკვეთრად გამოხატული ჰომოფობიური დამოკიდებულებები თბილისში - ქალებს თუ კაცებს? ეს ბლოგი იკვლევს ქალებს და კაცებს შორის არსებულ სხვაობებს ჰომოფობიურ დამოკიდებულებებში CRRC-საქართველოს 2013 წლის 17 მაისის გამოკითხვაზე დაყრდნობით. 

15.05.2015 | პარასკევი

ჰომოფობია საქართველოში: ნაწილი 3

ეს არის მესამე ბლოგი ჰომოფობიის თემაზე სერიიდან. აქ შეგიძლიათ ნახოთ პირველი და მეორე ბლოგები.

ბევრი კვლევა ადასტურებს რელიგიურობის კავშირს ჰომოსექსუალების უფლებების ნაკლებ მხარდაჭერასთან (Johnson, Brems, & Alford-Keating, 1997Adamczyk, A., & Pitt, C., 2009Merino, S. M., 2013).