უკან
ოთხშაბათი | 05 აგვისტო, 2020

ანალიზი | საეკლესიო სკანდალები ზიანს აყენებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ნდობას

[შენიშვნა: ეს სტატია გამოქვეყნდა OC Media-ზე. სტატიის ავტორია დასტინ გილბრეტი, CRRC-საქართველოს კვლევების დირექტორის მოადგილე. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები არ ასახავს CRRC-საქართველოს ან მასთან დაკავშირებული რომელიმე უწყების მოსაზრებებს. ანალიზისთვის გამოყენებული მონაცემები ხელმისაწვდომია აქ.] 
 
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არაერთ სკანდალში გაეხვა. იქონია თუ არა ამ სკანდალებმა გავლენა მოსახლეობის ნდობაზე ეკლესიის მიმართ? 

2017 წელს ერთერთ მღვდელს ბრალი წაუყენეს და გაასამართლეს საქართველოს კათალიკოს პატრიარქ ილია მეორის მდივნის მკვლელობის მცდელობისთვის. ასევე, იყო გახმაურებული შემთხვევები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ ეკლესიისთვის მიწების სიმბოლურ ფასად გადაცემას შეეხებოდა. 2013 წელს საქართველოში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღის აღნიშვნას მოჰყვა ჰომოფობიური კონტრ-აქცია სასულიერო პირების მონაწილეობით. ეს იყო კიდევ ერთი აშკარა შემთხვევა, რომელმაც, სავარაუდოდ, ზიანი მიაყენა ეკლესიის მიმართ მრავალი ადამიანის ნდობას. 
 

მოგვიანებით სექსუალური ძალადობის შესახებ სკანდალი გახმაურდა, სულ ცოტა ხნის წინ კი ეკლესიის ქმედებები კორონავირუსის კრიზისთან დაკავშირებით კამათის საგანი გახდა. ახალი კვლევა გვიჩვენებს, რომ ეს სკანდალები გავლენას ახდენს ეკლესიის მიმართ ნდობაზე საქართველოში, ყოველ შემთხვევაში, მოკლევადიან პერსპექტივაში მაინც.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოულოდნელი არ არის, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეკლესიის მიმართ ნდობა იკლებს. თუკი 2008 წელს მართლმადიდებელი ქრისტიანების  75% სრულად ენდობოდა ეკლესიას, 2017 წელს მხოლოდ 38% ამბობდა ასე. 2019 წლის მონაცემებიც მსგავს სურათს აჩვენებს.

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ნდობის კლება დაკავშირებული იყოს სკანდალებთან, მაინც რთულია, ვისაუბროთ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე. უამრავ ფაქტორს შეეძლო, გავლენა მოეხდინა ეკლესიის მიმართ ნდობის შემცირებაზე, დაწყებული ღირებულებების ცვლილებებით და დამთავრებული რელიგიის მიმართ ნაკლები ინტერესით. 

თუმცა, CRRC-ის „კავკასიის ბარომეტრის“ 2019 წლის გამოკითხვის საველე სამუშაოების დროს ბუნებრივი ექსპერიმენტის მეთოდის საშუალებით შესაძლებელი გახდა ეკლესიის სკანდალების გავლენის უკეთ შესწავლა ამ ინსტიტუტის მიმართ მოსახლეობის ნდობაზე.

26 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარმა, იაკობ იაკობაშვილმა, თქვა, რომ მას ხელისუფლების წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და ილია II-ის გადაყენების მცდელობაში დახმარება სთხოვეს. 

ასევე, 31 ოქტომბერს გაიმართა წმინდა სინოდის კრება, რომელმაც მღვდელმთავარ პეტრე ცაავას საეკლესიო თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. კრების დატოვებისას მეუფე პეტრემ ილია II პედოფილიაში დაადანაშაულა. ეს ბრალდება ქართული საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, რამდენადაც ილია II ხალხში ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობს. 

ზემოთ აღნიშნული სკანდალის პარალელურად მიმდინარეობდა „კავკასიის ბარომეტრის“ გამოკითხვა. რესპონდენტებს კითხვებს უსვამდნენ მათი რელიგიური აღმსარებლობის ინსტიტუტების მიმართ ნდობის შესახებ. კვლევაში ალბათური წესით შერჩეული რესპონდენტების პასუხების შედარების გზით, სკანდალამდე და სკანდალის შემდეგ, როგორც ბუნებრივი ექსპერიმენტის საშუალებით, შესაძლებელი გახდა იმის გაგება, იყო თუ არა მიზეზ-შედეგობრივი/კაუზალური კავშირი სკანდალსა და შეხედულებებს შორის. 

შედეგებმა აჩვენა, რომ სკანდალმა მნიშვნელოვნად შეამცირა მართლმადიდებელი ქართველების ნდობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ. 15%-ით შემცირდა იმ ადამიანების წილი, ვინც სრულად ან ძირითადად ენდობოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

შედეგები უფრო ვრცლად გაანალიზდა, რათა გამოვლენილიყო, თუ ყველაზე მეტად რა ტიპის ადამიანებზე მოახდინა გავლენა სკანდალმა. აღმოჩნდა, რომ სკანდალის გამო ყველაზე მეტად ეკლესიის მიმართ ნდობის მაჩვენებელმა თბილისს გარეთ ქალაქის ტიპის დასახლებებში მცხოვრებ და უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებში იკლო. ამის საპირისპიროდ, სკანდალს ქალებსა და კაცებზე, დასაქმებულებსა და უმუშევრებზე, ახალგაზრდებსა და ასაკიან ხალხზე განსხვავებული გავლენა არ ჰქონია.

ანალიზმა ასევე გამოავლინა, რომ სკანდალმა უფრო დიდი ზეგავლენა რელიგიური წესების მიმდევარ ადამიანებზე მოახდინა. გამოკითხვა შეიცავდა შეკითხვებს რელიგიურ რიტუალებზე დასწრებასა და მარხვის შენახვის შესახებ. სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, სკანდალმა უფრო მეტად იმოქმედა მათზე, ვინც ეკლესიაში მუდმივად დადის. ასევე კვლევაში განხორციელებული ორი ანალიზიდან ერთის მიხედვით, სკანდალს იმათზეც ჰქონდა გავლენა, ვინც ხშირად მარხულობს.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ მოყვანილი ანალიზი ცალსახად უსვამს ხაზს, რომ გვიანი ოქტომბრის მოვლენებმა შეარყია საზოგადოების ნდობა ეკლესიის მიმართ, ეს ეფექტი მაინც შესაძლოა, მოკლევადიანი იყოს. გაანალიზებული მონაცემების შეგროვება დაიწყო სკანდალამდე კვირებით ადრე და დასრულდა მოვლენებიდან რამდენიმე დღეში. გაგრძელდება თუ არა ეკლესიის მიმართ ნდობის კლება სკანდალების გამო, ეს ღია საკითხია. უახლესი კვლევის მიხედვით, რომელიც 23 ივლისს გამოქვეყნდა, მოსახლეობის ნდობა კიდევ უფრო შემცირდა კორონავირუსთან დაკავშირებული მოვლენების გამო. 

ამდენად, ეკლესიის მიმართ ნდობის კლება ხანგრძლივად მიმდინარეობდა უამრავი სკანდალის პარალელურად, რაც საბოლოოდ მიუთითებს იმაზე, რომ ეკლესიაში მსგავსი პრობლემები დიდ ზეგავლენას ახდენს ქართველების მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ნდობაზე.

15.06.2015 | ორშაბათი

Trust in institutions in the South Caucasus – generating a combined score

Trust in institutions is a widely studied subject in the social sciences – typing 'trust in institutions' into Google Scholar yields roughly 2.5 million results. It is generally believed to have multi-directional relationships with different aspects of social life, with high levels of trust associated with positive phenomena – acceptance of innovation and a good business environment just to name two.
28.04.2014 | ორშაბათი

Trust in Institutions in the South Caucasus

Trust in institutions has often been thought of as negatively related to perceptions of corruption in political institutions. Every year, Transparency International publishes a Corruption Perceptions Index (CPI) which ranks countries from highly corrupt to very clean.
02.06.2014 | ორშაბათი

Finding a good job in Georgia

Data on employment and perceptions about work present an interesting lens on Georgia. This is especially true since the official unemployment rate is 15% according to Geostat in 2012, and 31% of the population is unemployed and seeking work in Georgia as of September 2013, according to the National Democratic Institute
23.06.2014 | ორშაბათი

Trust in local government in Georgia

On June 15th Georgian voters headed to the polls in local elections. There were problems leading up to the elections as detailed in last week's electoral notes. At present, results show a significant portion of positions in local government going to Georgian Dream Coalition (GD) candidates, though a number of races will go into second rounds
18.08.2014 | ორშაბათი

One step forward, two steps back? European integration in Georgia after the Association Agreement

So far, 2014 is shaping up to be the year that Georgia might begin to reap the benefits of its pro-EU and pro-NATO foreign policy. In June, Georgia signed the EU Association Agreement despite fears over Russian agitation. NATO has indicated its readiness to discuss a “substantive package” for Georgia, if not a Membership Action Plan. However, despite these gestures towards closer cooperation, some elements of the decision to sign the Agreement have caused friction.
14.09.2016 | ოთხშაბათი

მონაცემებში ასახული ტენდენციები: სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ ნდობის ცვლილება სომხეთში

CRRC-ს მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ბლოგის მიხედვით, საქართველოში სხვადასხვა სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტის მიმართ ნდობა 2011-დან 2015 წლამდე დაეცა. ეს ბლოგი, კავკასიის ბარომეტრის მონაცემებზე დაყრდნობით, მიმოიხილავს ნდობას იგივე ინსტიტუტების მიმართ სომხეთში.
08.07.2011 | პარასკევი

Georgia Adopts Law on the Status of Religious Minorities

On July 5, 2011 Georgia adopted a new legislative amendment into the country’s civil code stating that religious minority groups with “historic ties to Georgia” or those defined as religions by members of the Council of Europe can register as legal entities of public law. The initial draft of the law specifically mentioned the Roman Catholic Church, Muslim and Jewish communities, Armenian Apostolic Church and the Evangelical Baptist Church as having “close historic ties with Georgia”. However, the final draft did not specifically name these five groups.
22.08.2011 | ორშაბათი

Georgia and Russia: Can positive relations between the populations overcome the political turmoil?

On the third anniversary of the 2008 August war the Russian Foreign Minister said that Russia will not renew ties with Georgia as long as the Georgian President Mikhail Saakhashvili is in power. Relations between the Georgian and Russian governments have been at a standstill since the conflict in 2008. Nevertheless, the attitudes of Georgians towards Russians remain positive.
13.08.2018 | ორშაბათი

Is Georgia’s Orthodox Christian population losing (trust in) their religion?

Surveys conducted in Georgia have repeatedly shown that the Georgian Orthodox Church’s leader Patriarch Ilia II is the most trusted public figure in the country. Yet, CRRC’s Caucasus Barometer survey data from 2008 to 2017 suggests that both the share of Orthodox Christians in Georgia that trust the Church and the degree to which they trust the Church is on the decline. Although the survey does not provide direct evidence, the scandals surrounding the church in recent years could have contributed to this. For instance, in 2017, a priest was convicted of attempting to poison the Secretary of Ilia II. The government has sold land to the Church at symbolic prices on numerous occasions, often leading to negative media coverage. In 2013, priests were involved in an anti-LGBT rights riot.
18.02.2019 | ორშაბათი

NGOs in Georgia: Low trust, high expectations? (Part 2)

As discussed in the first part of this blog post, the results of CRRC-Georgia’s survey conducted for the Georgian Civil Society Sustainability Initiative (CSSIGE) project in fall 2017 confirmed that both knowledge about NGOs and trust toward them is quite low in Georgia. This blog post looks at the inconsistency between low trust toward NGOs, on the one hand, and quite positive assessments of their activities, on the other hand.
21.10.2019 | ორშაბათი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა: რა იცის და რა დამოკიდებულება აქვს ხალხს საქართველოში ამ პროცესის შესახებ

საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საქართველოს ორგანულ კანონში შესული ცვლილებების შედეგად, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა მინიმალური რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, მოსამართლეობის 10-წლიანი ვადაუვადო დანიშვნის წესით შეიცვალა და პარლამენტის წინაშე მოსამართლეობის კანდიდატების ნომინირების უფლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაეცა. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი დაიწყო და 2019 წლის სექტემბრის დასაწყისში გამოაქვეყნა იმ 20 კანდიდატის სია, რომელიც პარლამენტს წარუდგინეს დასამტკიცებლად. კანდიდატებთან გასაუბრება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. შერჩევის პროცესი ქართულმა მედიამ საკმაოდ ფართოდ გააშუქა.
16.03.2020 | ორშაბათი

Trust in institutions continues its steady decline in Georgia

Trust in institutions has been on the decline in Georgia for a decade now. For instance, the level of trust in religious institutions declined from 86% of the public reporting trust in 2008 to 71% in 2019, with the decline being particularly prominent among Orthodox Christians, the main religious group in the country.
20.01.2021 | ოთხშაბათი

ზებუნებრივი ძალების საქართველოში თითქმის ყველას სწამს

ქართული ფოლკლორი ბევრს გვიამბობს  დემონებისა და ეშმაკების შესახებ. თუმცა, ყველამ იცის, რომ ეს მხოლოდ საბავშვო მოთხრობებია. მიუხედავად ამისა, 2019 წლის კვლევა რელიგიის შესახებ (ISSP), რომელიც CRRC-საქართველომ ჩაატარა, ცხადჰყოფს, რომ საქართველოში მცხოვრები ადამიანების უმეტესობას ზებუნებრივი ძალების სჯერა.


გამოკითხვაში მოსახლეობას ჰკითხეს, მათი აზრით, შეესაბამება თუ არა სიმართლეს შემდეგი მოსაზრებები:

  • თილისმებს ზოგჯერ იღბალი მოაქვს;
  • მკითხავებს ზოგჯერ მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლიათ;
  • ზოგიერთ მკურნალს ღვთისგან ბოძებული განკურნების ძალა აქვს;
  • ზოდიაქო ან ჰოროსკოპი შეიძლება, გავლენას ახდენდეს ადამიანის მომავალზე.