უკან
ოთხშაბათი | 04 აპრილი. 2012
მიმდინარე პროექტების სერია: კორუფციის სახეობები: ქართული სარეფორმო პროცეფესების შედეგები
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), ამერიკული საბჭოები და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) წარმოგიდენთ 2012 წლის გაზაფხულის მიმდინარე პროექტების რიგით მეათე სერიას!
პიტერ ნასუტი, ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტი

კორუფციის სახეობები: ქართული სარეფორმო პროცესის შედეგები
ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET)/CRRC საქართველოზანდუკელის ქ.16, საკოფერენციო ოთახი
ოთხშაბათი, 4 აპრილი, 2012 წელი, 18:15 სთ
მსოფლიო ბანკის უკანასკნელი ანგარიში და მრავალი სხვა მსგავსი გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოში კორუფციის შემცირება პოლიტიკური ნების შედეგია. თუმცა, კორუფციასთან ბრძოლა და მსგავსი რეფორმების გატარება ძალიან იშვიათად თუ არის ხოლმე განვითარებადი ქვეყნების წამყვანი პოლიტიკოსების სურვილი, მიუხედავად იმ უზარმაზარი ნეგატიური გავლენისა რასაც კორუფცია მათ ქევყნებზე ახდენს. წარმოდგენილი თემა შეეხება იმ პოლიტიკურ ფაქტორებს,  რომელიც ხელს უწყობს კორუფციის არსებობას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და მის შემცირებაზე მიმართულ მცდელობებზე ადაპტირებას. პრეზენტაცია წარმოადგენს, თუ როგორ მოახერხა საქართველომ მნიშვნელოვნად შეემცირებინა კორუფციის დონე, მაშინ როცა სხვა ქვეყნები იგივე პრობლემებს აწყდებოდნენ რეფორმებზე ორიენტირებული ხელისუფლების პირობებშიც კი.  
პიტერ ნასუტი ვისკონსინ-მედისონის პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის დოქტურანტურის სტუდენტია. ამჟამად, ის ფულბრაითის სტიპენდიანტია თბილისში, სადაც ის იკვლევს ვარდების რევოლუციის შემდეგ გატარებულ ანტი-კორუფციულ რეფორმებს. ვისკონსინში ჩაბარებამდე პიტერმა იელის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი მიიღო რუსეთის კვლევების მიმართულებით.  ის ასევე ჯონს ჰოფკინსის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხს ფლობს. პიტერმა  გაატარა ორი წელი ჯიზახში, უზბეკეთში, სადაც Peace Corps-ში ინგლისურის მასწავლებლად მუშაობდა. 
****
„მიმდინარე პროექტების სერია” (W-i-P) არის აკადემიურ დისკუსიათა სერია, რომელიც იმართება ყოველ ოთხშაბათს თბილისში,  ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის შენობაში (ზანდუკელის ქ. 16). ,,მიმდინარე პროექტების სერიას” ორგანიზებას უწევს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი და ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის: ACTR/ACCELS.,,მიმდინარე პროექტების სერიის” მიზანია კავკასიის რეგიონის გარშემო კვლევითი და აკადემიური პროექტების მხარდაჭერა და პროდუქტიული კრიტიკა.
გსურთ წარმოადგინოთ თქვენი ნაშრომი ,,მიმდინარე პროექტების სერიის” ფარგლებში? მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: wip@crrccenters.org.