უკან
პარასკევი | 25 იანვარი. 2013
მიმდინარე პროექტების სესია: სტალინი საქართველოში დღეს
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), ამერიკული საბჭოები და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) წარმოგიდგენთ მიმდინარე პროექტების სერიის 2013 წლის გაზაფხულის სეზონის პირველ სესიას!
ლაშა ბაქრაძე
„სტალინი საქართველოში დღეს“ (პრეზენტაცია იქნება ქართულ ენაზე)
ოთხშაბათი, 30 იანვარი,  2013, 18:15ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET)/CRRC საქართველოზანდუკელის ქ.16, თბილისი, საქართველო
აბსტრაქტი:
 უკანასკნელი სოციოლოგიური გამოკითხვა საქართველოში ცხადყოფს მოსახლეობის დიდ სიმპათიას სტალინისადმი. 
სტალინის დადებითი შეფასება საქართველოში უფრო დიდია ვიდრე რუსეთში და სხვა მეზობელ ქვეყნებში.რა არის ამის მიზეზი? რას წარმოადგენს სტალინი დღეს საქართველოს მოსახლეობისთვის? ლაშა ბაქრაძე არის ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, გერმანისტი, ლიტერატურის მცოდნე და ისტორიკოსი.
***
„მიმდინარე პროექტების სერიას“ ორგანიზებას უწევს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) და ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის (ACTR/ACCELS). „მიმდინარე პროექტების სერიის“ მიზანია კავკასიის რეგიონის გარშემო კვლევითი და აკადემიური პროექტების მხარდაჭერა და კრიტიკა. გსურთ წარმოადგინოთ თქვენი ნაშრომი „მიმდინარე პროექტების სერიის“ ფარგლებში? მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: natia@crrccenters.org.