უკან
სამშაბათი | 24 ოქტომბერი. 2017
ვაკანსია: ინტერვიუერი

CRRC-საქართველო ეძებს ინტერვიუერებს მთელ საქართველოში მასობრივი გამოკითხვების ჩასატარებლად.

CRRC-საქართველო არის ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრი საქართველოში, რომელიც 2004 წლიდან შეისწავლის საზოგადოებრივ აზრს მნიშვნელოვანი სოციალური და პოლიტიკური საკითხების შესახებ. CRRC-საქართველო, სომხეთისა და აზერბაიჯანის ცენტრებთან ერთად, ქმნის კვლევითი ცენტრების ქსელს, რომლის მიზანია სოციალური კვლევისა და საჯარო პოლიტიკის ანალიზის განვითარება ამიერკავკასიაში. CRRC-საქართველოს პროექტები აღწერილია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.


მოთხოვნები:

  • ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან ეკვივალენტი, სასურველია - სოციალურ მეცნიერებებში,
  • კარგი კომუნიკაციის უნარი,
  • მზადყოფნა, იმგზავროს საკუთარი რეგიონის ფარგლებში ინტერვიუების ჩასატარებლად,
  • კვლევასთან დაკავშირებული ინსტრუქციების ზედმიწევნით შესრულების უნარი,
  • დეტალების მიმართ ყურადღება,
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,
  • სირთულეების გადაჭრის უნარი.

სასურველია შესაბამისი გამოცდილების ქონა.
სასურველია სომხური ან აზერბაიჯანული ენის ცოდნა.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • მოქნილ გრაფიკს,
  • საინტერესო გამოცდილებას,
  • ინტერვიუერების შრომის ერთ-ერთ საუკეთესო ანაზღაურებას საქართველოში.

 

განაცხადის შესატანად გთხოვთ, შეავსოთ ფორმა 2017 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.

სომხური და აზერბაიჯანული ენის მცოდნე აპლიკანტებმა შეავსეთ ეს ფორმა, ასევე 2017 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.


დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მხოლოდ შემდეგ მისამართზე: applications@crrccenters.org