უკან
ოთხშაბათი | 25 ივლისი. 2012
მიმდინარე პროექტების სერია: საცხოვრებლის მფლობელობა და იძულებით გადაადგილებული პირები
25 ივლისი, თბილისი, საქართველო - კეიტლინ რაიანი
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), ამერიკული საბჭოები და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) წარმოგიდგენთ 2012 წლის გაზაფხულის მიმდინარე პროექტების მესამე რიგგარეშე  სერიას!  
„რას ნიშნავს საცხოვრებლის მფლობელობა საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთათვის?
კეიტლინ რაიანი, კოლორადო-ბოულდერის უნივერსიტეტის დოქტორანტი.სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის სტიპენდიანტი და ევრაზიის და აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ეროვნული საბჭოს VIII მოკლევადიანი სამგზავრო გრანტის მფლობელი.
ოთხშაბათი, 25 ივლისი 2012, 18:15
ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET)/CRRC საქართველოზანდუკელის ქ.16, საკოფერენციო დარბაზი
***
2008 წლიდან მოყოლებული საქართველოს მთავრობა ცდილობს იძულებით გადაადგილებულ პირთათვის იმ საცხოვრებლების საკუთრებაში გადაცემას, რომელთა მფლობელიც ამჟამად სახელმწიფოა. პროგრამას საფუძვლად უდევს მოსაზრებები კერძო საკუთრებასა და თვითკმარობას შორის პოზიტიური კავშირის შესახებ, რომლებიც მხარდაჭერილია საერთაშორისო ჰუმანიტარული სააგენტოებისა და დონორების მიერ. თუმცა, კერძო საკუთრების გავლენა საქართველოში რთული და კომპლექსურია. იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროგრამების ჭრილში, კეიტლინი იკვლევს საკუთრების როლს საქართველოს განვითარების პროგრამებში.  კოლორადო-ბოულდერის უნივერსიტეტის გეოგრაფიის მიმართულების დოქტორანტი სტუდენტი კეიტლინ რაიანი მუშაობდა საქართველოში 2005-2011 წლებში. ბოლო პერიოდში ჩაატარაა კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის“ მთავრობის გამჭვირვალობასა და საერთაშორისო დახმარების თემაზე.
***
„მიმდინარე პროექტების სერია“ (W-i-P) არის აკადემიურ დისკუსიათა სერია, რომელიც იმართება ყოველ ოთხშაბათს თბილისში, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის შენობაში (ზანდუკელის ქ. 16. ) „მიმდინარე პროექტების სერიას“ ორგანიზებას უწევს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) და ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის: ACTR/ACCELS. „მიმდინარე პროექტების სერიის“ მიზანია კავკასიის რეგიონის გარშემო კვლევითი და აკადემიური პროექტების მხარდაჭერა და პროდუქტიული კრიტიკა. 
გსურთ წარმოადგინოთ თქვენი ნაშრომი „მიმდინარე პროექტების სერიის“ ფარგლებში? მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: wip@crrccenters.org