უკან
ორშაბათი | 03 ნოემბერი. 2014
მიმდინარე პროექტები: ჰომოფობიის კვლევა საქართველოში, 5 ნოემბერი - მაია მესტვირიშვილი, თინათინ ზურაბიშვილი, თამარ იაკობიძე, ნათია მესტვირიშვილი

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), ამერიკული საბჭოები და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) წარმოგიდენთ 2014 წლის შემოდგომის სეზონის მერვე სესიას!

მაია მესტვირიშვილი, თინათინ ზურაბიშვილი, თამარ იაკობიძე, ნათია მესტვირიშვილი
'ჰომოფობიის კვლევა საქართველოში'

ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2014, 18:30
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი/CRRC-საქართველო
კავსაძის ქ. 3, თბილისი, საქართველო

ნორვეგიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის (NUPI) მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტის ფარგლებში, მკვლევართა ჯგუფმა იკვლია სოციალური, კულტურული და ფსიქოლოგიური ფაქტორების კავშირი ჰომოფობიასთან. კლევაში გამოყენებული მონაცემები წარმოადგენს თბილისის მოსახლეობის აზრის გამოკითხვას 2013 წლის 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც CRRC საქართველომ ჩაატარა. მონაცემთა ანალიზმა გამოავლინა სქესის, განათლების დონის და ლიბერალური შეხედულებების კავშირში ჰომოფობიასთან. ამასთან, შედეგები გვაჩვენებს, რომ ისეთი ფსიქოლოგიური ცვლადები, როგორიცაა ჰომოსექსუალობის აღქმული მიზეზი და პერსონალური კონტაქტი ჰომოსექსუალებთან, გავლენას ახდენს ზემოთ ხსენებულ კავშირებზე.

მაია მესტვირიშვილი არის ასოცირებული პროფესორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი კვლევის სფერო არის ფსოქოლოგია და სოციალური იდენტობა, სელფის ფუნქციები და სოციალური სტიგმა უმცირესობებში.

თინათინ ზურაბიშვილი არის CRRC საქართველოს კვლევების დირექტორი. ის ასწავლიდა სოციოლოგიის სხვადასხვა კურსებს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში.

თამარ იაკობიძე არის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანალიტიკოსი. ის ასევე ასწავლის საჯარო პოლიტიკას და პოლიტიკურ იდეოლოგიას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

ნათია მესტვირიშვილი არის CRRC საქართველოს რეგიონალური კვლევების კოორდინატორი. ის ასევე ასწავლის კვლევის მეთოდების და ფსიქოლოგიის სხვადასხვა კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

***

„მიმდინარე პროექტების სერიას“ ორგანიზებას უწევს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) და ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის (ACTR/ACCELS). „მიმდინარე პროექტების სერიის“ მიზანია კავკასიის რეგიონის გარშემო კვლევითი და აკადემიური პროექტების მხარდაჭერა და კრიტიკა.

გსურთ წარმოადგინოთ თქვენი ნაშრომი „მიმდინარე პროექტების სერიის“ ფარგლებში? მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: natia@crrccenters.org.