უკან
ხუთშაბათი | 23 ოქტომბერი. 2014
მიმდინარე პროექტები: ელიტების აღქმები და საქართველოს საგარეო პოლიტიკა რუსეთის მიმართ: შედარებითი ანალიზი, 29 ოქტომბერი - პროფ. კორნელი კაკაჩია, ლევან კახიშვილი და სალომე მინესაშვილი

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), ამერიკული საბჭოები და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) წარმოგიდენთ 2014 წლის შემოდგომის სეზონის მეშვიდე სესიას!

პროფ. კორნელი კაკაჩია, ლევან კახიშვილი, სალომე მინესაშვილი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
'ლიტების აღქმები და საქართველოს საგარეო პოლიტიკა რუსეთის მიმართ: შედარებითი ანალიზი'

ოთხშაბათი, 29 ოქტომბერი, 2014, 18:30
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი/CRRC-საქართველო
კავსაძის ქ. 3, თბილისი, საქართველო

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების ცვლილებას საქართველოში რუსეთთან ურთიერთობების შედარებითი დათბობა მოჰყვა, რაც “ნორმალიზაციის” პოლიტიკის სახელითაა ცნობილი. რუსეთის მიმართ დაძაბული რიტორიკა შედარებით შერბილებულმა დისკურსმა ჩაანაცვლა, რასაც თან მოჰყვა მოლაპარაკებების ინიცირება და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა. კონსტრუქტივიზმზე დაყრდნობით და ინტერპრეტაციული მიდგომის საშუალებით, პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ამ დისკურსული და ქცევითი ცვლილებების ანალიზს. აღქმების და დისკურსის თეორიების გაერთიანებით, კვლევას შემოაქვს ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია უცვლელ გარემოში პოლიტიკის ცვლილების ინტერპრეტაცია ელიტების აღქმების საშუალებით. სტატია ამტკიცებს, რომ “ნორმალიზაციის” პოლიტიკა და თანმდევი დისკურსული ცვლილება მხოლოდ ელიტების ცვლილებას კი არ უკავშირდება, არამედ ასევე განსხვავებულ აღქმებს, რომელიც ახალ ხელისუფლებას ახასიათებს. პროექტი ამ მიდგომის უპირატესობას სამი გზით ახდენს: თავდაპირველად, წინა და ამჟამინდელი მთავრობის წარმომადგენლების აღქმების მიმოხილვით, რაც დაფუძნებულია გადაწყვეტილების მიმღებ პოლიტიკურ ფიგურებთან ჩატარებულ ოც სიღრმისეულ ინტერვიუზე; მეორე, დისკურს ანალიზის საშუალებით, და მესამე, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მიმართ აქტორების პოზიციების და ქცევის ანალიზით.

დამატებითი ინფორმაცია თემის და ავტორის შესახებ იხილეთ ინგლისურენოვან გვერდზე.

***

„მიმდინარე პროექტების სერიას“ ორგანიზებას უწევს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) და ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის (ACTR/ACCELS). „მიმდინარე პროექტების სერიის“ მიზანია კავკასიის რეგიონის გარშემო კვლევითი და აკადემიური პროექტების მხარდაჭერა და კრიტიკა.

გსურთ წარმოადგინოთ თქვენი ნაშრომი „მიმდინარე პროექტების სერიის“ ფარგლებში? მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: natia@crrccenters.org.