უკან
ოთხშაბათი | 13 სექტემბერი. 2017
მიმდინარე კვლევების პრეზენტაციების (WiP) საშემოდგომო სესია იწყება
CRRC-საქართველო, ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისათვის და კვლევის ამერიკული ინსტიტუტი სამხრეთ კავკასიაში (ARISC) გიწვევთ მკვლევარებს, რომ წარმოადგინოთ თქვენი მიმდინარე კვლევითი პროექტები თბილისის მიმდინარე კვლევების პრეზენტაციის ფარგლებში (WiP). "მიმდინარე კვლევების პრეზენტაცია" არის აკადემიური დისკუსიების სერია, რომელიც CRRC-საქართველოს ოფისში ტარდება.

ყველა შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია. "მიმდინარე კვლევების პრეზენტაციის" მიზანია ხელი შეუწყოს დისკუსიებსა და მსჯელობებს მიმდინარე აკადემიური პროექტების შესახებ, რომლებიც კავკასიის რეგიონს ან ევრაზიას ეხება. ეს არის არაფორმალური პლატფორმა, რაც მკვლევარებს საშუალებას აძლევს, წარაგინონ მიმდინარე კვლევითი პროექტები ან ნაშრომები და მიიღონ სასარგებლო კომენტარები/რჩევები ამასთან დაკავშირებით.

პრეზენტაციები იმართება ყოველ ოთხშაბათს საღამოს 18:30 საათზე CRRC-საქართველოს ოფისში (მის.: რამაზ ჩხიკვაძის ქ. 1, ყოფილი ჭავჭავაძის გამზ. 5)
 
დაინტერესებულმა პირებს წლის განმავლობაში შეგიძლიათ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და თქვენი პროექტის/ნაშრომის მოკლე აღწერა შემდეგ ელ.მისამართზე: nstavridi@epfound.org

სასურველია, მიუთითოთ თქვენთვის სასურველი თარიღი/თარიღები და შევთანხმდებით არსებული განრიგის მიხედვით. თქვენს მიერ გამოგზავნილ აღწერას განიხილავს WiP პროგრამული ჯგუფი.

პრეზენტაციების განრიგი წინასწარ დგება (განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში), შესაბამისად, ადრევე მოგვწერეთ.