უკან
სამშაბათი | 01 აპრილი. 2014
გეორგიკა: აკადემიურ მონაცემთა ღია ბაზა საქართველოს შესახებ, 2 აპრილი - დავით სიჭინავა და ირაკლი გუნია

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), ამერიკული საბჭოები და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) წარმოგიდენთ 2014 წლის გაზაფხულის სეზონის მერვე სესიას!

დავით სიჭინავა, ირაკლი გუნია; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
'გეორგიკა: აკადემიურ მონაცემთა ღია ბაზა საქართველოს შესახებ'

ოთხშაბათი, 2 აპრილი, 2014, 18:15
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი/CRRC-საქართველო, თბილისი

პროექტი გეორგიკა (Georgica - http://georgica.tsu.edu.ge/) ხორციელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მხარდაჭერით.

ელექტრონული მონაცემთა ბაზის მიზანია, გააერთიანოს და თავი მოუყაროს საქართველოს შესახებ არსებულ აკადემიურ ნაშრომებს.
პროექტის მიზანია:
 - დაინტერესებულ პირთათვის შექმნას მდიდარი ელექტრონული ბაზა, რომელიც მათ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების უკეთ გაგებაში დაეხმარება;
 - გააღვივოს ინტერესი საქართველოსა და საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების აკადემიური კვლევისადმი და განავითაროს არსებული ექსპერტიზა;
 - დამწყებ მკვლევარებს მისცეს საშუალება, გამოაქვეყნონ თავიანთი ნაშრომები, ჩაერთონ კოლეგებთან აკადემიურ დიალოგში და განავითარონ საკუთარი აკადემიური პროფილი.

დამატებითი ინფორმაცია პროექტის და ავტორების შესახებ იხილეთ ინგლისურენოვან გვერდზე და პროექტის ვებ-გვერდზე.


***

„მიმდინარე პროექტების სერიას“ ორგანიზებას უწევს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) და ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის (ACTR/ACCELS). „მიმდინარე პროექტების სერიის“ მიზანია კავკასიის რეგიონის გარშემო კვლევითი და აკადემიური პროექტების მხარდაჭერა და კრიტიკა.


გსურთ წარმოადგინოთ თქვენი ნაშრომი „მიმდინარე პროექტების სერიის“ ფარგლებში? მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: natia@crrccenters.org.


"მიმდინარე პროექტების სერია" ტარდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის/CRRC-საქართველოს ოფისში: კავსაძის ქ. 3!