უკან
ხუთშაბათი | 12 იანვარი. 2017
ცხადდება მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი
თუ ხარ დიზაინერი, პროგრამისტი, კომუნიკაციის სპეციალისტი, მკვლევარი ან სტატისტიკოსი და გაინტერესებს მონაცემები, შემოუერთდი მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონს! 

28 და 29 იანვარს ტექნოპარკში მოდით თქვენს გუნდთან ერთად ან ადგილზევე შექმენით გუნდი და იმუშავეთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული მონაცემებიდან თქვენთვის საინტერესო თემაზე. გუნდში უნდა იყოს სხვადასხვა სპეციალობის 3-6 ადამიანი: დიზაინერი, დეველოპერი, მონაცემების ანალიზისა და კომუნიკაციის სპეციალისტი, ა.შ. 


რა მოხდება ჰაკათონზე?

ორი დღის განმავლობაში თქვენ მენტორობას გაგიწევენ პროფესიონალები მონაცემების ანალიზის, კომუნიკაციისა და ვიზუალიზაციის სფეროში. თქვენ იმუშავებთ პარტნიორი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული მონაცემთა კომუნიკაციის პრობლემების გადაჭრის გზებზე მონაცემების, დიზაინისა და ტექნოლოგიების გამოყენებით. 

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ორგანიზატორებს:
მარიამ გამხარაშვილი - mariam.gamkharashvili@gmail.com
ნინო მაჭარაშვილი - nino.macharashvili@gmail.com 

ღონისძიება ეწყობა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის (ამერიკული საბჭოების FLEX-ის კურსდამთავრებულთა პროგრამის), საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ჯამპსტარტ ჯორჯიას და თი-ბი-სი ბანკის მხარდაჭერით. 

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა არის: 2017 წლის 15 იანვარი 

ჰაკათონის ჩატარებამდე დაგეგმილია რამდენიმე მოსამზადებელი შეხვედრის ორგანიზება. მითაფების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ Data Science Tbilisi Group-ის გვერდიდან.