უკან
ოთხშაბათი | 05 ივლისი. 2017
CRRC-Georgia conducts training sessions for public servants
გუშინ, 4 ივლისს, 2017 დასრულდა ტრენინგების სერია მონაცემების სტატისტიკური ანალიზისა და ვიზუალიზაციის შესახებ, რომელიც CRRC-საქართველომ საჯარო მოხელეებს ჩაუტარა. 4-დღიანი ტრენინგი დაიგეგმა და განხორციელდა ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით, რომელიც მიზნად ისახავდა მონაწილეებში მონაცემების მარტივი ანალიზისა და ვიზუალიზაციის უნარების განვითარებას. CRRC-საქართველო ყველა დაინტერესებულ მხარეს სთავაზობს მსგავსი ტიპის ტრენინგ კურსებს, რომლის გავლის შემდეგაც მონაწილეებს შეეძლებათ მარტივი სტატისტიკური ანალიზის ჩატარება, მონაცემების წაკითხვა, მათი ინტერპრეტაცია და ვიზუალიზაცია. 

ტრენინგ კურსი შედგებოდა შემდეგი მოდულებისგან:

ანალიზი

  • რა არის სტატისტიკა? რაში გვჭირდება? (Q&A)
  • სტატისტიკური მონაცემების გამოყენების კარგი მაგალითები
  • გაზომვის სკალები - მაგალითები და სავარჯიშო
  • ცენტრალური ტენდენციის საზომები: მოდა, მედიანა, საშუალო
  • სტანდარტული გადახრა
  • ნორმალური განაწილება
  • ცენტრალური ტენდენციის საზომების დათვლა Excel-ში
  • მონაცემების მოწესრიგება Excel-ში (სორტირება, ფილტრები, მონაცემების მოძიება)
  • დინამიური ცხრილი

ვიზუალიზაცია

  • მონაცემების ვიზუალიზაცია რა არის? მიზანი! რაში ვიყენებთ მონაცემების ვიზუალიზაციას? ვისთვის კეთდება? მაგალითების განხილვა, კარგი და ცუდი დიაგრამები
  • დიაგრამის ტიპები, დიაგრამების შერჩევა მონაცემების ტიპის მიხედვით
  • პრაქტიკული სამუშაო: დიაგრამების აგება
  • ფერების შერჩევა
  • პრაქტიკული სამუშაო: დიაგრამების აგება და განხილვა