უკან
ორშაბათი | 27 იანვარი. 2014
ASCN-ის მიერ დაფინანსებული CRRC საქართველოს და CRRC სომხეთის საერთო პროექტი

 

CRRC-საქართველოს, CRRC-სომხეთთან თანამშრომლობით იწყებს ახალ კვლევით პროექტს, რომელიც ეხება ამომრჩეველთა ქცევას სომხეთსა და საქართველოში. ეს ორწლიანი რეგიონალური პროექტი დაფინანსებულია ASCN-ის მიერ და მიზნად ისახავს სუბიექტებსა და ინსტიტუტებს შორის ურთიერთქმედების შედარებას საქართველოსა და სომხეთში. კვლევა ფოკუსირებას ახდენს ოთხ საარჩევნო პერიოდზე 2007 და 2013 წლებს შორის და იკვლევს თუ როგორ გავლენას ახდენს ამომრჩეველთა სურვილები სახელმწიფო პოლიტიკაზე.კვლევა გამოიყენებს როგორც რაოდენობრივ, ისე თვისებრივ მეთოდებს. მათ შორის: პოლიტიკის ანალიზს, გამოკითხვის ბაზის ანალიზს, სიღრმისეულ ინტერვიუებს და ექსპერიმენტს. კვლევის შედეგები წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა კონფერენციებსა და სემინარებზე; ასევე იგეგმება შედეგების პუბლიკაცია.