უკან
ორშაბათი | 27 აპრილი. 2015
მიმდინარე პროექტები: 5 წელი შეუსრულდა! - დაესწარით ქევინ თუიტის გამოსვლას

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), ამერიკული საბჭოები და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) გეპატიჟებათ "მიმდინარე პროექტების" 5 წლის იუბილეზე!

პროფ. ქევინ თუიტი, მონრეალის უნივერსიტეტი
"წმინდა გიორგი საქართველოში - პოლიტიკა, სქესი და მობილობა"

ოთხშაბათი, 29 აპრილი 2015, 18:30
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი/CRRC-საქართველო
კავსაძის ქ. 3, თბილისი, საქართველო

დამატებითი ინფორმაცია თემის და ავტორების შესახებ იხილეთ ინგლისურენოვან გვერდზე.

***

„მიმდინარე პროექტების სერიას“ ორგანიზებას უწევს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) და ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის (ACTR/ACCELS). „მიმდინარე პროექტების სერიის“ მიზანია კავკასიის რეგიონის გარშემო კვლევითი და აკადემიური პროექტების მხარდაჭერა და კრიტიკა.

გსურთ წარმოადგინოთ თქვენი ნაშრომი „მიმდინარე პროექტების სერიის“ ფარგლებში? მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: natia@crrccenters.org.